შაბათი, 21.12.2024, 15:28
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 10 » აფხაზური მხარე ქართულ სპეცსამსახურებს ტერორისტული აქტის განხორციელებაში ადანაშაულებს
აფხაზური მხარე ქართულ სპეცსამსახურებს ტერორისტული აქტის განხორციელებაში ადანაშაულებს
21:39
აფხაზური მხარე ქართულ სპეცსამსახურებს ტერორისტული აქტის განხორციელებაში ადანაშაულებს. სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, დღეს გალის რაიონის კომისარიატის ხელმძღვანელ ბესლან კირთაძეზე თავდასხმა განხორციელდა, რომელიც, აფხაზური მარის მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. შს დე ფაქტო რაიგანყოფილების ხელმძღვანელის ლოურენს კოღონიას განცხადებით, კირთაძის მობილურ ტელეფონზე, რომელიც მის სამსახურებრივ მანქანაში იყო, ზარი გაისმა, რის შემდეგაც საშუალო სიძლიერის აფეთქების ხმა გაისმა: ამოქმედდა მხოლოდ დეტონატორი, რის გამოც კირთაძე არ დაშავებულა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულმა გამნაღმველებმა 1,5 კგ ტროტილის შაშხანები და 300 გრამი პლასტიტი აღმოაჩინეს. "არ არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმა სწორედ ქართულმა დივერსიულმა ჯგუფმა განახორციელა. გალის რაიონში საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ტერორისტული აქტებისა და დივერსიებისათვის მზადების შესახებ ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს", - განაცხადა კოღონიამ. მისივე თქმით, ოპერატიული ჯგუფი ეჭვმიტანილების კვალზე უკვე გავიდა.
Просмотров: 847 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz