პარასკები, 26.04.2024, 11:48
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 10 » აშშ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების საკითხს განიხილავს
აშშ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების საკითხს განიხილავს
13:21
აშშ-ს ერთ-ერთმა ოფიციალური მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად განიხილავს, თუ როგორ დაეხმაროს საქართველოს არმიას აღდგენაში, რომელსაც რუსეთთან ომის შემდეგ დარტყმა მიადგა.

ოფიციალური წარმომადგენელი თავშეკავებული აღმოჩნდა, დეტალურად ესაუბრა სამხედრო დახმარების გეგმაზე, რადგან რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ის სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას მოერიდა. მით უმეტეს, რომ რუსეთმა არაერთხელ გააკრიტიკა და დაგმო აშშ-ს მიერ გაწეული სამხედრო დახმარება ქართული შეიარაღებული ძალებისადმი.

თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ერიკ ედელმანმა სენატის კანონმდებლებს აცნობა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი მიმდინარე კვირას შემფასებელთა ჯგუფს გაგზავნის თბილისში. ”ჩვენ გავაანალიზებთ, როგორ შეიძლება აშშ დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და შეიარაღებული ძალების აღდგენაში,” - განაცხადა მან.

სენატში ედელმანს და დენიელ ფრიდს მოსთხოვეს მონახაზი გაეკეთებინათ, თუ როგორ აპირებდნენენ რუსეთის ახალ ბრალდებებზე პასუხის გაცემას. მაგრამ მათ გეგმის კონკრეტული დეტალები არ გაუმჟღავნებიათ.

”რუსეთთან ჩვენს გრძელვადიან ურთიერთობაში უნდა აისახოს საქართველოს ტერიტორიაზე მისი შეჭრის ფაქტი,” - განაცხადა ფრიდმა.

მან ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის ძლევამოსილებას უყურებს, როგორც რეგრესისკენ მიმავალს, ხოლო ეკონომიკას - ძლიერ დამოკიდებულს მხოლოდ ბუნებრივ რესურსებზე. მან გააფრთხილა რუსეთი, რომ შესაძლოა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს.

- ”რუსეთი აღარ მოიცავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას, რომ იზოლაციის პირობებში განვითარდეს,” - განაცხადა დენიელ ფრიდმა, ”რუსეთი არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, რომ მსოფლიოსთან ცუდი ურთიერთობის უფლება მისცეს საკუთარ თავს”.

ორშაბათს, ბუშმა, როგორც სიმბოლური ნაბიჯი, რუსეთთან სამოქალაქო ბირთვული შეთანხმების პროექტი სენატიდან უკან გამოიწვია.

- ”შეთანხმება ბირთვული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებაზე სასარგებლო იქნებოდა ორივე მხარისათვის, ამდენად, შეთანხმების შეჩერებაზე გადაწყვეტილება აშშ-ს ინტერესებსაც არანაკლებად დააზარალებს,” - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გადაწყვეტილება მოსკოვის დასჯისკენ არის მიმართული. ეს იყო კულმინაცია აშშ-ს ქმედებებისა, რომელიც ამავე დროს მოიცავს 1 მილიარდ დოლარ დახმარებას საქართველოსთვის. სავარაუდოდ, ბირთვული შეთანხმება სენატის მოწონებას მაინც არ მიიღებდა, მაგრამ ბუშმა გადაწყვიტა ის თავად გამოეთხოვა, რომ ამით უფრო მეტი ხმაური გამოეწვია.

თუმცა, მოსკოვს ნაკლებად ეტყობა, რომ ხმაური მის ყურამდე მიაღწევს და უკეთესად მოიქცევა.

Просмотров: 817 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz