Главная » 2008»სექტემბერი»21 » სენაკში რუსი ოკუპანტების მიერ ხელოვნურ ტბაში ჩაყრილი ჭურვების ნაწილი ამოღებულია
სენაკში რუსი ოკუპანტების მიერ ხელოვნურ ტბაში ჩაყრილი ჭურვების ნაწილი ამოღებულია
15:47
სენაკში რუსი ოკუპანტების მიერ ხელოვნურ ტბაში ჩაყრილი ჭურვების ნაწილი ამოღებულია. დარჩენილი სხვადასხვა დასახელების ჭურვების ამოსაღებად გამნაღმველთა ჯგუფმა არხები გაიყვანა, რათა ტბა წყლისგან დაიცალოს და იარაღის ამოღება შესაძლებელი გახდეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, 30 ჰა ტბის ფართობი მთლიანად რუსული წარმოების იარაღით და ჭურვებითაა ამოვსებული. აღსანიშნავია, რომ ჭურვები, რომლებიც ვარგისია საქართველოს თავდაცვის უწყებას გადაეცემა, ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ჭურვების გაუნებელყოფა კი ადგილზე მოხდება.