Главная » 2008»სექტემბერი»21 » ისლამაბადში აფეთქების შედეგად ჩეხეთის ელჩი პაკისტანში ივო ზდარეკი დაიღუპა
ისლამაბადში აფეთქების შედეგად ჩეხეთის ელჩი პაკისტანში ივო ზდარეკი დაიღუპა
14:12
ისლამაბადში სასტუმრო "მარიოტში", აფეთქების შედეგად, ჩეხეთის ელჩი პაკისტანში ივო ზდარეკი დაიღუპა. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ივო ზდარეკი აფეთქების შემდეგ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 47 წლის ზდარეკი პაკისტანში ვიეტნამიდან ერთი თვის წინ ჩავიდა და იმ სასტუმროში ცხოვრობდა, რომელიც ქალაქის დიპლომატიური რაიონიდან საპრეზიდენტო, პარლამენტისა და უმაღლესი სასამართლოს შენობებთან ახლოს მდებარეობდა. როგორც საელჩოს მეორე დიპლომატმა იაროსლავ კალფირტმა სააგენტო "AFP"-ს განუცხადა, ზდარეკმა სასტუმოში მომხდარი აფეთქებიდან საელჩოში მალევე დარეკა და შველა ითხოვა, თუმცა მას შემდეგ იგი კავშირზე აღარ გასულა. 20 სექტემბერს ისლამაბადის სასტუმროში მომხდარი აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, 270-ზე მეტი კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის ორი უცხოელია, რომელთა ვინაობა პოლიციას ამ დრომდე არ დაუსახელებია. დაღუპულთა უმეტესობა მგზავრების მომლოდინე მძღოლები არიან, ასევე სასტუმროს მოსამსახურე პერსონალი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.