Главная » 2008»სექტემბერი»21 » სოსო ცისკარიშვილი: სააკაშვილი შევარდნაძის და გამსახურდიას ბედს გაიზიარებს
სოსო ცისკარიშვილი: სააკაშვილი შევარდნაძის და გამსახურდიას ბედს გაიზიარებს
15:46
პოლიტილოგი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ საპრეზიდენტო უფლებამოსილებას კონსტიტუციურად განსაზღვრულ ვადებში ვერ ამოწურავს. ცისკარიშვილის თქმით, სააკაშვილს, მისი წინამორბედების მსგავსად "საკუთარი პარტიების მიმართ გადამეტებული ზრუნვა შეიწირავს". "სწორედ საკუთარი პოლიტიკური პარტიების მიმართ გადამეტებულ ინტერესსა და ზრუნვას გადაყვნენ თავის დროზე გამსახურდია და შევარდნაძე. ისინი "მრგვალ მაგიდას" და "მოქალაქეთა კავშირს" პოლიტიკურ საფლავში ჩაყვნენ. სააკაშვილიც, როგორც ჩანს მათ ბედს გაიზიარებს და ისიც, "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ საფლავში ჩაყვება", - პროგნოზირებს პოლიტოლოგი.