Главная » 2008»სექტემბერი»21 » ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეხუდ ოლმერტი თანამდებობიდან გადადგა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეხუდ ოლმერტი თანამდებობიდან გადადგა
14:14
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეხუდ ოლმერტი თანამდებობიდან გადადგა. გადაგომის შესახებ განცხადება ოლმერტმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მალე იგი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართავს, რის შემდეგაც პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გახდება. მმართველი პარტიის "კადიმას" ახალი ლიდერი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ციპი ლივნი მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას შეუდგება. შეგახსენებთ, რომ ოლმერტმა, რომელიც კორუპციასა და თაღლითობაში იყო დადანაშაულებული, გადადგომის შესახებ ჯერ კიდევ 30 ივლისს განაცხადა. მაშინ პრემიერმა აღნიშნა, რომ "კადიმის" ახალი ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა. 17 სექტემბერს პარტიის არჩევნებში ციპი ლივნიმ გაიმარჯვა. მას ახალი მთავრობის ფორმირებისთვის 42 დღე აქვს. თუ მას ეს გამოუვა, იგი ისრაელის ისტორიაში გოლდი მეიერის შემდეგ, მეორე პრემიერი ქალბატონი იქნება.