ოთხშაბათი, 08.05.2024, 17:58
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 21 » "ქართული აკადემია" ლადო გურგენიძის და ძალოვან მინისტრების გადადგომას მოითხოვს
"ქართული აკადემია" ლადო გურგენიძის და ძალოვან მინისტრების გადადგომას მოითხოვს
22:54
"ქართული აკადემია" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გადადგომას მოითხოვს. ამასთან, ორგანიზაცია მომავალი წლის გაზაფხულამდე ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, მანამდე კი ხელისუფლებას 6 პუნქტიან მოთხოვნას უყენებს. კერძოდ: 1. მიმდინარე წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას, რისთვისაც სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელშიც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, საზოგადოებამ უნდა მიიღოს გარანტია, რომ კომისიის წევრთა უსაფრთხოება, კომისიის მუშაობის გამჭვირვალობა და დასკვნის საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნება. 2. გადადგნენ პრემიერ-მინისტრი და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, რომლებმაც აგვისტოში რუსული აგრესიისა და ოკუპაციის დროს არასახელმწიფოებრივი აზროვნება, უუნარობა, არაპროფესიონალიზმი და სახელმწიფო პირებისათვის სრულიად შეუფერებელი მორალური სახე გამოავლინეს. აქვე, ახალი მთავრობის ფორმირებისას მათი დაბრუნება მთავრობის შემადგენლობაში უნდა გამოირიცხოს. 3. დაიწყოს პროცესი იმ საკონსტიტუციო ცვლილებების გასაუქმებლად, რომლებმაც პრეზიდენტის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სახელისუფლებო შტოების ურთიერთმიმართებაში ბალანსი დაარღვია. 4. გათავისუფლდეს საქართველოს რადიო და ტელეკომპანიები სახელისუფლებო წნეხისაგან, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას, სრულფასოვნად განახორციელოს თავისი უფლებები - მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესებში, ამისათვის კი უზრუნველყოფილ უნდა იყოს ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ეთერში გასვლის ხელმისაწვდომობა. 5. დათხოვნილ იქნეს საარჩევნო კომისია, რომლის წევრთა უმრავლესობამ უკანასკნელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში უკიდურესი არაკეთილსინდისიერება და არაკომპეტენტურობა გამოავლინა. არასაპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ახალი საარჩევნო კოდექსის მოსამზადებლად დაიწყოს მუშაობა. მომავალი წლის გაზაფხულზე არჩევნების ჩასატარებლად მიმდინარე წლის ბოლომდე ორგანული კანონი მომზადდეს, რომლითაც საარჩევნო კოდექსში შემდეგი ცვლილებები შევა: ა) შეიცვლება საარჩევნო კომისიის სისტემაში წევრთა წარმომადგენლობის პრინციპი. ბ) მოხდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პრინციპებისა და პროცედურების სისტემური სრულყოფა. 6. მიღებულ იქნას ზომები სასამართლოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. ამისათვის კი, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში პარლამენტის წევრთა სავალდებულო წარმომადგენლობა. თავის მხრივ, პარლამენტმა მისთვის გამოყოფილი კვოტები გამოიყენოს საბჭოში მოსამართლეთა წარსადგენად. ამასთან, "ქართული აკადემიის" განცხადებით, "თუ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლოება არ შეასრულებს ზემოაღნიშნული პირობებს, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი მწვავე საპროტესტო ტალღა გარდაუვალი იქნება".
Просмотров: 789 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/1 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz