რუსული საოკუპაციო ჯარები გორის რაიონში პოზიციებს ამაგრებენ.
სოფელ ვარიანის შესასვლელთან დისლოცირებული რუსი ოკუპანტები აცხადებენ, რომ ზამთრისთვის მზადებას იწყებენ. დღეს დილით უკანონო საგუშაგოზე მათ ერთი ერთეული ტექნიკა კიდევ დაამატეს და ამ დროისთვის უკვე ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი ჰყავთ მობილიზებული.
გარდა ამისა, რუსმა ოკუპანტებმა საგუშაგოს ტერიტორიაზე ხრეშის შეტანა დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ მოხრეშილ ტერიტორიაზე რამდენიმე დღეში ვაგონებსაც დადგამენ და ზამთრისთვის მოემზადებიან.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, რუსი ჯარისკაცები მათთან პირად საუბარში ამბობენ, რომ გასვლის თაობაზე არანაირი ბრძანება არ მიუღიათ.
ანალოგიური მდგომარეობაა შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სხვა უკანონო საგუშაგოებზე, თუმცა ზამთრისთვის მზადება, პირველ რიგში, ვარიანში დაიწყეს.
|