სამშაბათი, 23.04.2024, 18:26
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 8 » სუპერბირთვული სახელმწიფოები საქართველოთი ვაჭრობენ
სუპერბირთვული სახელმწიფოები საქართველოთი ვაჭრობენ
21:46

”კომერსანტი” რუსეთ-საქართველოს ომსა და მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებაზე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

ეს იყო ომი, რომლის გამომწვევ მიზეზებზეც ათასგვარი ვერსია ვრცელდება. რა მოხდა სინამდვილეში?
- ამ ყველაფრის გასარკვევად შევქმენით 28-კაციანი ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც მთელი თვეა, მუშაობს. ეს არის ყოველგვარი პოლიტიკური და პარტიული ვალდებულებებისაგან თავისუფალი ანტიკრიზისული ჯგუფი. პირველი სამუშაო შეხვედრა ომბუდსმენის ოფისში გაიმართა. ამ დროისთვის უკვე არსებობს დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი. ერთი კვირის შემდეგ უკვე შევძლებთ ამ საკითხებზე თავისუფლად საუბარს. სათქმელი მართლაც ბევრი მაქვს - ცხადია, რაც მოხდა, სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. თუმცა მან, ვისთვისაც ეს შედეგი სიურპრიზი აღმოჩნდა, სულ მცირე, სამხედრო ოპერაციების დაგრგმვასა და განხორციელებაში საკუთარი უმეცრება უნდა აღიაროს.

დღეს რუსეთის მწვავე კრიტიკასა და მუქარას არავინ ერიდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთ-საქართველოს ომი მთელი მსოფლიოსთვის ხელსაყრელ დროს დაიწყო. ჰგავს თუ არა ეს ყველაფერი მსოფლიოში ხელახალი გადანაწილების პროცესის დაწყებას?
- საკმარისია, ასეთი ძალადობრივი გადანაწილების თუნდაც ერთი ფაქტი, რომ მსოფლიო რუკაზე სერიოზული გადანაწილებების მცდელობა დაიწყოს და არ გამოვრიცხავ, ისტორიამ რუსეთს მესამე მსოფლიო ომის ინიციატორის სტატუსი მისცეს, თუ ეს პროცესები დროულად არ შეჩერდა. კავკასიაში უკვე ყარაბახიც გამოფხიზლდა და ინგუშეთიც. აგერ, ჩრდილო ოსეთი გვყავს დარჩენილი სულელური სტატუსით. თუ ვინმე აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯერეჯერობით ჩრდილოეთ ოსეთია ასაღიარებელი.

აღარაფერს ვამბობ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ მისწრაფებებზე. რაც მთვარია, მსოფლიოში არსებობს სეპარატიზმის სხვადასხვაგვარი გამოხატულება, როგორც ტიბეტის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, ასევე, ბასკების ტერორისტული ფორმები. ასე რომ, მსოფლიო ძალზე დიდი საფრთხის წინაშე დგას და თუ რუსეთის ქმედება რეაგირების საფუძველი არ გახდება, ყველაფერს უნდა ველოდეთ მთელი იმ საშინელი პერსპექტივის გათვალისწინებით, რაც შეიძლება მოხდეს დედამიწაზე.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი?
- ეს ძალზე სერიოზულ ანალიზს მოითხოვს. ვის რა სურდა და ვინ რა მოიგო, შედეგების მიხედვით გამოჩნდება. შერჩება თუ არა ამერიკას საკუთარი გემებით შავი ზღვის აკვატორიის კონტროლი, ერთია. შედეგებით სარგებლობა და კონფლიქტის ინიცირება სხვადასხვა საკითხია და ასე პრიმიტიულად ერთმანეთს ვერ დავუკავშირებ. ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის ინიციატორი მაკკეინი იყო და ქართულ-რუსული კონფლიქტი საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად დაგეგმა. ამ ბოდვაში პუტინს ვერ ავყვებით. ამ ყველაფრიდან ვიღაც შეიძლება დარჩეს მოგებული, მაგრამ ეს არ არის სასიყვარულო სამკუთხედი.

რაკი ამ კონფლიქტის შემდეგ ვიღაცას გარკვეული უპირატესობა ერგო, მაინცდამაინც ის უნდა ყოფილიყო დამგეგმავი. ვფიქრობ, კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე დაზარალებულია, თუმცა საომარ მოქმედებაში ვინ არის მოგებული და ვინ წაგებული, ამ ფაქტის არაადეკვატური ინტერპრეტაცია მხოლოდ ქართულ ცნობიერებასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას აზიანებს.

ბევრს ლაპარაკობენ შავი და კასპიის ზღვის ენერგოპროექტებზე. რამდენად შეიძლებოდა ყოფილიყო აზიის ნავთობზე გავლენის მოპოვება ამ კონფლიქტის დაწყების მიზეზი?
- ჩემი აზრით, ეს გამარტივებული მიდგომაა, ისევე, როგორც მიზეზები, რომელსაც ასახელებს რუსეთი. ეს გახლავთ ნატოსკენ სწრაფვა, კოსოვო, როგორც პრეცედენტი. ერთ-ერთ მიზეზად სააკაშვილის ფიგურაც სახელდება. ამ სამიდან არც ერთი მიზეზი არ არსებობდა, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ანექსია მოახდინა. როდესაც კონფლიქტის ბუნებაზე ვლაპარაკობთ, შევთანხმდეთ, რომ დღეს დასახელებული მიზეზები ვერანაირად ვერ ხსნის რუსეთის ჯარის მიერ სოხუმის და ცხინვალის ოკუპაციის ფაქტს. ამის მიზეზები ისევ 1992-93 წლებში უნდა ვეძიოთ, რაზეც ცხადია, რუსეთი არ ისაუბრებს.

ეს გახლავთ რუსეთისა და საქართველოს ერთმანეთთან, როგორც თანაბარუფლებიანი სახელმწიფოების ურთიერეთობის სრული გამოუცდელობის ნიმუში. რუსული მენტალიტეტი და რუსული გენი დღესაც აღიქვამს საქართველოს, როგორც მისი უზარმაზარი ტერიტორიის განაპირა რეგიონს და მასთან, როგორც სახელმწიფოსთან თანაბარი უფლებებით ურთიერეთობა, მისი ცნობიერებისთვის უცხოა. ეს მათი ტრაგედიაა, რომელიც მათი მეზობლების ბედსაც ტრაგიკულს ხდის. ჩემი აზრით, აქ არის ძაღლის თავი დამარხული და ცხადია, რუსებს ამის გაცნობიერება არ აწყობთ.

დღეს, როცა უკვე დუგინი გახდა რუსეთის მთავარი იდეოლოგი და უკრაინის გასაყოფად და მისი აღმოსავლეთ ნაწილის დასაპყრობად, საზოგადოებრივ აზრს ამზადებს, ცხადია, მსოფლიოს რუსეთის გამოსაწორებლად არა ახალ-ახალი თარიღების დანიშვნა, არამედ, დაუყოვნებლივ რეაგირება მოუწევს.

რამდენად რეალურია რუსეთის შეჩერება? თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს ქვეყანა ამდენს ვერ გაუძლებს და დაშლის პროცესები დაიწყება.
- ეს გარდაუვალია, ოღონდ არ იქნება წინმსწრები სხვა პროცესებისა, რომელიც სხვა ქვეყნებში რუსეთის ვერაგი პოლიტიკის შედეგად შეიძლება განხორციელდეს. რატომ რიგდება რუსული პასპორტები ყირიმში, ჩრდილოეთ აზერბაიჯანსა და სხვათა შორის, ჯავახეთში, რაზეც ჩვენ ისევ ვდუმვართ და არანაირ საკანონმდებლო საფუძველს არ ვქმნით, რომ რუსეთის ქმედება უკანონოდ გამოცხადდეს.

სხვა ქვეყნებიც ვერ აცნობიერებენ, რა ხდება და ეს რისთვის კეთდება?
- რომ გითხრათ, აზერბაიჯანიც ძალიან მკაცრად აკონტროლებს-მეთქი სიტუაციას საკუთარ ქვეყანაში, არადამაჯერებელი იქნება, რადგან ეს არ არის მიზეზი. თუ იქ წარმოიშვა რუსეთის მოქალაქეების № რაოდენობა, ჩათვალეთ, რომ ”მრიცხველი უკვე ჩაირთო”. ასევე, ხდება ჯავახეთში. მითუმეტეს, თუ სომხეთი დაჰყვება რუსთის ზეწოლას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობს, ჯავახეთში სერიოზული დაძაბულობა წარმოიქმნება, რაც უთუოდ გახდება რუსეთის ჩარევის საბაბი. ამით ის გეგმა ამოქმედდება, რომელიც კრემლს დიდი ხანია, დამუშავებული აქვს და სომხეთის ბათუმთან, შავ ზღვაზე გასვლას გულისხმობს. ეს საფრთხე კვლავ არსებობს და იმედი მაქვს, ჩვენი ხელისუფლება ამას აცნობიერებს და ისევ ომობანას თამაში არ გაიტაცებს.

საქართველოს მხოლოდ ერთადერთი ვექტორი შეიძლება ჰქონდეს და ეს დასავლეთია. უფრო მეტიც, ქართულ ეკონომიკაში გამოხატული რეალური ჩრდილოეთის ვექტორი, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის შიდა ინტერესებისაკენ უნდა შემობრუნდეს. ადამიანი, რომელიც გაშმაგებით მიმართთავდა ამ ვექტორს ჩრდილოეთისკენ და გზას უხსნიდა რუსულ კაპტალს, უპირატესად, სახელმწიფო კაპიტალს, ბატონი ბენდუქიძე საქართველოს სახელით არა სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს უნდა ესაუბრებოდეს, არამედ, წინ გამომძიებელი ეჯდეს და ჩვენებას ართმევდეს.

დასავლეთი მზადაა, საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად ფულადი დახმარება გაუწიოს. ჩვენი მთავრობა ამ რესურსებს სწორად გამოიყენებს?
- განვლილი 16 წლის განმავლობაში ასეთი პრაქტიკა, გამოცდილება და ვშიშობ, არც სურვილი, პატიოსნად გამოიყენოს ქვეყანაში შემოსული დახმარება, საქართველოს არ ჰქონია. ვერ ვიტყვი, რომ საქართველო გამონაკლისია დედამიწაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი გამოცდილება ჩვენ არ გაგვაჩნია. გვაქვს თუ არა პოლიტიკური ნება, ესეც ადვილი დასანახი იქნება, მითუმეტეს, თუ გავარკვევთ, როგორ დაიხარჯა სამხედრო ბიუჯეტი და რა ტიპის ხარჯი მიეწერა ორდღიან ომს.

- მედვედევმა გააკეთა განცხადება, რომ ის არ ცნობს სააკაშვილს, რადგან საქართველოს პრეზიდენტი უკვე არის პოლიტიკური გვამი. რამდენად ადეკვატურია, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსი გაჩნდეს?
- არ მგონია, მედვედევს უფლება ჰქონდეს, ილაპარაკოს ვინმეს პოლიტიკურ გვამობაზე, როცა თავად ყველას დასანახად მკვდრადშობილი პოლიტიკოსია. ეგ რომ კონფლიქტის დარეგულირებაზე ვინმესთან მოლაპარაკე იყოს, რამენაირად მესიჯს მაინც მიაწვდენდა ქართველ ხალხს, რა ტიპის საუბარზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.

ვერ გავიზიარებ ზოგიერთი ჩემი კოლეგის მოსაზრებას, რომ უარი უნდა ვთქვათ ნატოზე. განვლილი წლის განმავლობაში ქართულ-რუსული ურთიერთობების არც ერთ დონეზე რუსეთის მხრიდან ჩურჩულით მაინც არ თქმულა, რომ თუ არ წავალთ ნატოსკენ, არ წავალთ დასავლეთისკენ, მაშინ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი მოგვარდება. ამიტომ, ვიდრე რუსეთის მხრიდან საამისოდ რეალური სიტუაცია არ შეიქმნება, რაიმენაირ დათმობაზე ნუ ვისაუბრებთ. ყველაფერი მხოლოდ უსაფუძლო იმედებით საკუთარი თავის კვება იქნება.

დიკ ჩეინის ვიზიტის შემდეგ აშშ-ს პრერზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო და უკრაინა ღირსია, მაპის წევრობა მიიღონ. რას ნიშნავდა აშშ-ს რუხი კარდინალის აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტი, და შემდეგ ბუშის ეს განცხადება?
- რასაკვირველია, დიპლომატია ყველა მოვლენისათვის საკუთარი სახელის დაქმევას ერიდება, მაგრამ მე არ მაქვს ასეთი ვალდებულება და ზუსტად შემიძლია გამოვთქვა ის, რასაც ნიშნავს ეს ფრაზა - რუსეთზე ახია, უკრაინა-საქართთველომ მიიღონ მაპი.

სხვა ლოგიკა ამ ორი ქვეყნისთვის მაპის მკუთვნებას არ გააჩნია. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ნატომ დათმოს საკუთარი პრინციპი და წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ამერიკის მკვეთრი გაცხადებების მიუხედავად, რუსეთი გაშმაგებით მუშაობს კონფლიქტების ახალი კერების შექმნაზე. რაზე შეიძლება ვაჭრობდეს ეს ორი ქვეყანა?
- კონფლიქტური ზონებით ვაჭრობის პროცესი ახლა არ დაწყებულა. ეს პროცესი უკვე წელიწადია, მიმდინარეობს. რუსეთი ცდილობს, ამ ვაჭრობის ფასი აწიოს, დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთის დათმობა უფრო ძვირი ღირს და მეტ ფინანსურ მოგებას მოუტონს რუსეთს, ვიდრე კონფლიქტის კერად წოდებული ტერიტორიისა. რასაკვირველია, ვაჭრობა მიმდინარეობს, მაგრამ ამ ვაჭრობის უკან იკვეთება, ერთი მხრიდან, რუსეთის მიერ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების მახინჯი ხედვა, ხოლო მეორე მხრიდან, გარკვეული ალიანსის ინტერესები აშშ-ს მხრიდან. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ნატოს.

რამდენად არსებობს ბერკეტები, რომ ევროპამ და აშშ-მ რუსეთი, ბანალურად რომ ვთქვათ, ”აზრზე მოიყვანონ”?
- მხოლოდ ევროპას ნაკლებად, აშშ-სთან ერთად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ასეთი ბერკეტები აქვს, რადგან მხოლოდ ამ მიმართულებით არის რუსეთი მგრძნობიარე. უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების მიუხედავად, რუსეთი განვითარების ავტარგიულ გზას ვეღარ აირჩევს. არ არის ის დრო, რომ ალბანეთივით შემოხაზო საკუთარი თავი და ცივილიზაციის განვითარების პროცესს ჩამოშორდე. როდესაც ნედლი ნავთობის ერთი ბარელი 80 დოლარზე ნაკლები ეღირება, რუსეთს ქვეყნის შიგნით ბევრად მეტი პრობლემა ექნება და საგარეო პოლიტიკასა და ჰეგემონიზმზე ფიქრს გადაეჩვევა.

როგორი შემოდგომა ექნება საქართველოს?
- თუ ასეთი საზოგადოებრივი სტაგნაცია გაგრძელდა, შემოდგომა იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც გვაქვს. რბილად რომ ვთქვათ, მოსახლეობის ნაწილი იქნება უკიდურესად არაკომფორტულ ვითარებაში, შიმშილითა და გაუსაძლისი ყოფითი პირობებით. გვეყოლება გარკვეული ნაწილი მოსახლეობისა, რომელიც საკუთარი პარტიოტიზმის ნიშნად დროშების ფრიალს განაგრძობს ქუჩებში. გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც მუდმივად კმაყოფილი იქნება საკუთარი თავით, და გვეყოლება ოპოზიცია, რომელიც მუდმივად კმაყოფილი იქნება ხელისუფლებასთან თანამშრომლობით. ასეთი პერსპექტივა არის - ამას ჰქვია სტაბილურობა.

საუბარია საქართველოში წამოსასვლელ მილიარდებზე. ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ სიტუაციით ბევრი ისარგებლებს და არა მხოლოდ საქართველოში, ფული გასარეცხად იმოძრავებს?
- ფულის გათეთრების პრობლემა ტოტალიტარულ რეჟიმს არასოდეს აქვს. ომი მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც თავდაცვის სფეროში დახარჯული თანხების ჩამოწერაა აუცილებელი. ზედაპირზე ძევს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ნებისმიერი ომი, როგორც სარფიანი ბიზნესი, ყველა სხვა ცოდვასთან ერთად ასეთი თანხებისგან გათავისუფლებასაც ემსახურება. იმ ფულზეა ლაპარაკი, რომელიც ჩამოწერას მოითხოვს და თავის დროზე მიზნობრივად გახარჯული არ იყო.

Просмотров: 935 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz