ხუთშაბათი, 25.04.2024, 20:21
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 8 » ტკბილი ქართული ოქრო - სასმელი გეოპოლიტიკური სარგებლით
ტკბილი ქართული ოქრო - სასმელი გეოპოლიტიკური სარგებლით
14:23
პატარა მეზობლის წინააღმდეგ ომი ვლადიმერ პუტინის მთავრობამ რუსული ტანკების საქართველოში შესვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ღია იერიშის ნაწილი იყო 2006 წელს ემბარგოს დაწესება ქვეყნის ღვინოსა და სპირტიან სასმელებზე.

რუსეთი უდიდესი ბაზარი იყო საქართველოსთვის და ემბარგომ მართლაც დიდი დარტყმა მიაყენა კერძო ბიზნესს და ქვეყნის ეკონომიკას. მაგრამ ამან ქართული კომპანიები აიძულა გასაღების ბაზარი ევროპასა და აშშ-ში ეძებნათ და ახლა საკმოდ კარგი შედეგებიც აქვთ.

პოლონეთში დღემდე გრძელდება ქართული ღვინის მხარდასაჭერი შესანიშნავი კამპანია. და როცა კონდოლიზა რაისი პოლონეთში ჩავიდა ანტიბალისტიკურ სარაკეტო სისტემების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად, მან და საგარეო მინისტრმა სიკორსკიმ ეს მოვლენა ქართული თეთრი ღვინით აღნიშნეს.

ქართულ ბრენდებს მდიდარი ისტორია აქვთ ოფიციალური სამიტების სადილებზე.

როცა რუსულ ლხინზე მიდგება საუბარი, მაშინვე რუსული არაყი გაგიელვებს თავში, მაგრამ ”ვოდკა” არასდროს ყოფილა სახელმწიფო სადილების ტრადიციული თანმდევი. როცა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი მოსკოვს ეწვია, ის გააოგნა ბანკეტებზე თეფშების გაუთავებელმა რაოდენობამ, ისევე, როგორც კოსიგინის, პოდგორნის და ლეონიდ ბრეჟნევის გაუთავებელმა მისასალმებელმა სიტყვებმა.

ნიქსონი მიუბრუნდა ჰენრი კისინჯერს და გაღიზიანებულმა ჩასჩურჩულა: ”ღმერთო, ეს ასე უნდა გაგრძელდეს?” და რა თქმა უნდა, ასე არ გაგრძელებულა: სადილი ბოლოს და ბოლოს დასრულდა სავალდებულო სადღეგრძელოებით, რომელიც... ქართული ღვინით შეისვა. როგორც მაშინ ჟურნალისტი თედ შულცი წერდა: ”ნიქსონმა ორი თუ სამი ჭიქა ბოლომდე დაცალა”.

სანამ წარმოიდგენთ, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ცლის ნიქსონი ჭიქებს, გაიხსენეთ, რომ ოფიციალურ სადილებზე პატარა სასმისებს იყენებდნენ. ”ამგვარ სადილებზე სადღეგრძელოების სმა მიღებული იყო ძალიან პატარა ჭიქებით,” - იხსენებს უინსტონ ჩერჩილი იალტისა და პოსტდამის კონფერენციების სადილებს თავის წიგნში ”ტრიუმფი და ტრაგედია”.

სტალინი მცირე ზომის სასმისების თავგადაკლული მომხრე იყო. ჩერჩილმა, რომელიც გროგის მოტრფიალე და კარგი მსმელი გახლდათ, გადაწყვიტა ერთგვარი გამოწვევაც კი ესროლა სტალინისთვის.

- ”მე შევავსე პატარა კლარეტის სასმისი ღვინით მისთვის და ჩემთვის, მრავლისმეტყველად შევხედე. ჩვენ ერთდროულად გამოვცალეთ სასმისები და მოწონების ნიშნად ერთმანეთს თვალი თვალში გავუყარეთ”.

შეხვედრის შემდეგ, ყოველთვის, როცა ჩერჩილი ლონდონში დასაბრუნებლად ემზადებოდა, ”ბებერი ულვაშა” პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავს ყუთებით ავსებდა, რომელშიც ქართული ღვინო იყო.

მწერალი ჯონ აპდაიკი თავის სატირიკულ მოთხრობებში აღწერს იმ როლს, რაც ქართულმა ღვინომ ოფიციალურ საბჭოთა მასპინძლობაში არაერთგზის ითამაშა.

სხვათა შორის, ქართველ ღვინისმწარმოებლებს ”ვოდკის” ალტერნატივაც აქვთ, რომელსაც ჭაჭას ეძახიან. ისიც იმავე წესით მზადდება, როგორც იტალიური eau-de-vie.

გეოპოლიტიკურ სარგებელს რომ თავი დავანებოთ, ქართული ღვინოც და არაყიც განსაკუთრებული არომატის გამო ძალიან სასიამოვნო დასალევია.

Просмотров: 1207 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz