Главная » 2008»სექტემბერი»8 » აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ახალ მხატვრულ ფილმზე მუშაობა თებერვალში დასრულდება
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ახალ მხატვრულ ფილმზე მუშაობა თებერვალში დასრულდება
17:11
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ახალ მხატვრულ ფილმზე მუშაობა თებერვალში დასრულდება. როგორც "პირველს" ფილმის პროდიუსერმა და რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ აცნობა, 100-წუთიანი სურათის მომზადებაში "ნიკოლოზ ფილმი", "Plus entertainment" და "Los Angeles Film School" არიან ჩართულები. სცენარის ავტორები ნიკოლოზ ხომასურიძე და რევაზ ჩანტლაძე არიან. მოქმედება 1921-24 წლების კოჯორ-ტაბახმელაში, 1992-93 წლების აფხაზეთსა და 2008 წელს გორსა და სამაჩაბლოში ვითრდება. აღსანიშნავია, რომ ფილმში, რომლის წინასწარი სათაურია "ქართველი – ღირსების მეომარი" მთავარ როლს დათო ბახტაძე შეასრულებს. სხვა როლებზე მსახიობებისთვის კასტინგი 14 სექტემბერს გაიმართება, გადაღებები კი 14 ოქტომბერს დაიწყება და სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში დასრულდება. ეკრანებზე ფილმი სავარაუდოდ, 2009 წლის სექტემბერში გავა.