Главная » 2008»სექტემბერი»8 » ლაშა ჟვანია: "რუსული ავიაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა რუსეთის მორიგი უხამსობაა"
ლაშა ჟვანია: "რუსული ავიაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა რუსეთის მორიგი უხამსობაა"
15:00
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განცხადებით, რუსული თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის დღევანდელი ფაქტი "უხამსობაა, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ იჩენს". "ეს არის საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების კიდევ ერთი უხეში დარღვევა, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დღეს, როცა სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით პრეზიდენტ სარკოზის და ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს, ირღვევა ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე და იზრდება ბლოკ-პოსტები ფოთში. ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი თავად ევროკავშირთან მიმართებაში" - განუცხადა ჟურნალისტებს ჟვანიამ. როგორც ცნობილია, დღეს ორმა რუსულმა თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია და 45 წუთის განმავლობაში შატილისა და ცხინვალის თავზე დაზვერვას აწარმოებდა.