Главная » 2008»სექტემბერი»8 » რუსული მხარე საქართველოს საჰაერო სივრცის დაარღვევის ფაქტს უარყოფს
რუსული მხარე საქართველოს საჰაერო სივრცის დაარღვევის ფაქტს უარყოფს
15:04
რუსული მხარე საქართველოს საჰაერო სივრცის დაარღვევის ფაქტს უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. "რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ," - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 11:20 სთ-ზე ორმა რუსულმა თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია და45 წუთის განმავლობაში ცხინვალისა და შატილის თავზე დაზვერვას აწარმოებდა.