ორშაბათი, 30.12.2024, 17:43
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 8 » 9 და 12 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომები გაიმართება
9 და 12 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომები გაიმართება
17:14
9 და 12 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომები გაიმართება. "მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რუსული აგრესია გრძელდება, მეტად მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ორგანომ ჩვეულ რიტმში გააგრძელოს მუშაობა და მიღებულ იქნას ის კანონები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრებას გაუადვილებს" - განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა. მან კომიტეტის თავმჯდომარეებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა და ბიუროს მომავალი კვირის სხდომისთვის სამოქმედო გეგმების წარდგენა დაავალა.  რაც შეეხება მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგს, მასში გათვალისწინებულია "პროკურატურის შესახებ" ორგანულ კანონსა და "ნდობის ჯგუფის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტების განხილვა. დეპუტატები ასევე განაგრძობენ იმ კანონპროექტებზე მსჯელობას, რომელთა განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე დაიწყო.  საკანონმდებლო პაკეტი "პროკურატურის შესახებ" გენპროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს ერთ უწყებად გაერთიანებას ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მოითხოვს, ხვალვე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სპეციალური კომისია შეიკრიბება, ამის შემდეგ კი საკანონმდებლო პაკეტი 12 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე გავა.
Просмотров: 890 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz