”თავისუფლება ” ”პოლიტიკურ ქარტიას” ხელს არ მოაწერს
14:56
"პოლიტიკურ ძალთა ქარტიაზე" ხელმოწერას პარტია "თავისუფლება" არ აპირებს. პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფლების" წევრის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მათთვის გაურკვეველია ქარტიის მეოთხე პუნქტი, რომელიც ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.
ბრეგაძის თქმით, მასში გაწერილი არ არის, თუ რას წარმოადგენს აღნიშნული საბჭო. სახელისუფლო და ოპოზიციურმა პარტიებმა "საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტიას" 5 სექტემბერს მოაწერეს ხელი.
ქარტიას ხელს აწერენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, აგრეთვე, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი თარგამაძე, ჯონდი ბაღათურია, გია თორთლაძე, გია ცაგარეიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ზურაბ ტყემალაძე .
ქარტიაზე მიერთება დღეს, 18.00 საათამდე გაგრძელდება. უკვე ცნობილია, რომ ხელმოწერაზე უარი თქვეს, "რესპუბლიკელებმა", "ლეიბორისტებმა", "გაერთიანებულმა ოპოზიციამ", "ქართულმა პოლიტიკამ".