მესაზღვრეებმა ერთ კვირაში კანონდარღვევის 45 ფაქტი გამოავლინეს.
1-8 სექტემბრის განმავლობაში დაკავებულია შსს-ს მიერ ძებნილი ორი პირი, ხოლო სახელმწიფო საზღვრის უკანოდ კვეთის ფაქტზე _ ცხრა მოქალაქე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეა ექვსი , სომხეთის - ორი და ისრაელის ერთი.
სავიზო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, დაჯარიმებულია 34 პირი, მათგან 26 რუსეთის მოქალაქეა, სამი - თურქეთის, ორი- საბერძნეთის, თითო-თითო კი ისრაელის, რუმინეთისა და ლატვიის მოქალაქეები არიან. საქართველოში 15 პირია დეპორტირებული, მათ შორის ექვსი ისრაელიდან, ხუთი რუსეთიდან, ორი უკრაინიდან და ორიც გერმანიიდან.
სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმების რაოდენობამ აღნიშნულ პერიოდში 8 000 ლარი შეადგინა.
|