Главная » 2008»სექტემბერი»8 » ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ერთ თვეში გაირკვევა
ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ერთ თვეში გაირკვევა
15:02
ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დაახლოებით ერთ თვეში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ განაცხადა. მისი მონაცემებით, ამ დროისათვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. "ბორჯომის ხეობაში 200 ჰექტარი ტყეა განადგურებული. ამასთან, ტყეში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს", - დასძინა მინისტრმა. როგორც ცნობილია, ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძარი რუსული ავიაციის მიერ ჭურვების ჩამოგდების შემდეგ გაჩნდა.