Главная » 2008»სექტემბერი»8 » კახეთის პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
კახეთის პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
17:12
კახეთის საოლქო პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის და გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ კახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა გამომძიებელმა ზურაბ ბეგიაშვილმა განაცხადა. პროკურატურას საჩივრით "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" მიმართა. საჩივარი თელავის მცხოვრებთა განცხადებაზე დაყრდნობით მომზადდა, რომელშიც ისინი თელავის გამგებლის ზურაბ ბუცხრიკიძის უკანონო მოქმედებებზე მიუთითებენ. კერძოდ, თელავის გამგებელი კულტურისა და დასვენების პარკ "ნადიკვრის" დირექტორს არ აძლევს იმ ატრაქციონის მუშაობის საშუალებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ საზეიმო ვითარებაში გახსნა. განმცხადებლების ცნობით, თელავის გამგებელი ატრაქციონის ჯართად ჩამოწერით არის დაინტერესებული, რის შემდეგაც ტერიტორიის შესყიდვას გეგმავს. ამ საკითხთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ბუცხრიკიძე კომენტარს არ აკეთებს. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამგებელი უკვე დაიკითხა.