რუსები ფოთში კიდევ ერთ ბლოკ-საგუშაგოს ხსნიან. ორ უკანონო საგუშაგოს რუსებმა დღეს მესამე დაუმატეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, ნაბადის საველე ბაზიდან 300 მეტრში, ზღვის სანაპიროზე რუსებმა ახალი საგუშაგო მოაწყვეს, გათხარეს სანგრები და განალაგეს ჯავშანტექნიკა.
დღეს ფოთში დამატებით შევიდა ოთხი ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი და 100-120 რუსი სამხედრო.
ამ დროისთვის, ფოთში რუსებს უკვე სამი უკანონო ბლოკ-საგუშაგო აქვთ. სავარაუდოდ, ეს ფოთის გარე რეიდზე ამერიკული სამხედრო საზღვაო ძალების საფლამანგო ხომალდის ყოფნას უკავშირდება.
|