Главная » 2008»სექტემბერი»8 » პავლე კუბლაშვილს რუსეთ-საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგების პროგნოზირება უჭირს
პავლე კუბლაშვილს რუსეთ-საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგების პროგნოზირება უჭირს
17:14
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს პავლე კუბლაშვილს რუსეთ-საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგების პროგნოზირება უჭირს და აცხადებს, რომ "როცა საქმე გვაქვს ისეთ სუბიექტთან, როგორიც რუსეთია, წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია". ამავდროულად, მისივე შეფასებით, "ასეთი სახის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია თავად სიტუაციაში გარკვევის თვალსაზრისით". "ჩვენ გვექნება ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აპირებს რუსეთი უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში და რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული თავად ევროპის მხრიდან" - აცხადებს კუბლაშვილი. როგორც ცნობილია, მოსკოვში საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ნიკოლა სარკოზისა და დიმიტრი მედვედევის მორიგი შეხვედრა იმართება. ნიკოლა სარკოზი საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის კომისართან ჰავიერ სოლანასთან და ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთად დღესვე საქართველოს ეწვევა.