Главная » 2008»სექტემბერი»8 » თბილისის მერია გორში რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსებს აღადგენს
თბილისის მერია გორში რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსებს აღადგენს
17:14
თბილისის მერია გორში რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსებს აღადგენს. გორის სატანკო ბატალიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხუთსართულიანი კორპუსები საომარ ვითარებაში ყველაზე მეტად დაზიანდა. თბილისის მერია თითოეული მოსახლის დანგრეულ და დამწვარ ბინას საკუთარი ხარჯებით აღადგენს. "გორში სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. დღეს ეს კორპუსები ფაქტობრივად შავ კარკასად არის ქცეული. მიმდინარეობს ოთახების გაწმენდა იმ დამწვარი ნივთებისგან, რომლებიც ომის შედეგად განადგურდა. პარალელურად მუშაობს ექსპერტიზა. სუხიშვილის #12 მთლიანად თბილისის მერიის პასუხისმგებლობის ქვეშაა აყვანილი. სულ მალე ამ კოსპუსს პირვანდელ სახეს დავუბრუნებთ" – განაცხადა დღეს გორში მყოფმა თბილისის მერის მოადგილემ ნიკო ხაჩირაშვილმა.