Главная » 2008»სექტემბერი»8 » ლიტვა მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება და თავისუფალი ვაჭრობის შემოღება დააჩქაროს
ლიტვა მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება და თავისუფალი ვაჭრობის შემოღება დააჩქაროს
15:01
საფრანგეთის ქალაქ ავინიონში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიატრას ვაიტეკუნასმა ევროკავშირს მოუწოდა, დააჩქაროს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება, აგრეთვე საქართველოსა და უკრაინისთვის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. ამასთან, მისი ინფორმაციით, ვაიტეკუნასი გამოვიდა წინადადებით, რაც შეიძლება, სწრაფად იქნას მოწვეული დონორთა კონფერენცია, თანაც - აუცილებლად თბილისში. გარდა ამისა, ვაიტეკუნასის აზრით, საქართველოში უნდა გაიგზავნოს ევროკავშირის სამხედრო-პოლიტიკური მისია.