”ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მისი გუნდი შუალედურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.
”ქართულ დასს” წარსადგენი კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავს და მათ ვინაობას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.
“საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არჩევნებში მონაწილეობა აუცულებელია, რათა შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების შეცვლა. ოპოზიცვიურ პარტიებს მოვუწოდებ, გავმართოთ მოლაპარაკება, რათა ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ” - განაცხდა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯონდი ბაღათურიამ.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ 3 ნოემბრის არჩევნებზე ”არ იქნება ტოტალური გაყალბება, რაც არჩევნების გზით ქვეყანაში ოპოციური ალტერნატივის შექმნის და ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შანსს მოგვცემს”.
შეგახსენებთ, რომ შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ცსკ-ის გადაწყვეტილებით, 3 ნოემბერს გაიმართება.
|