შაბათი, 21.12.2024, 15:05
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 8 » საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე განხილვის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე განხილვის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
17:17
[”ინტერპრესნიუსი”]
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე განხილვის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფომ 2008 წლის 12 აგვისტოს სარჩელით მიმართა გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ნიდერლანდების სამეფო, ჰააგა).

სარჩელი ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში 1990-იანი წლებიდან დღემდე განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასა და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას.

სარჩელი ეფუძნება 1965 წლის საერთაშორისო კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომლის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ, როგორც საქართველო, ისე - რუსეთის ფედერაცია.

- ”საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სარჩელის მომზადება და სასამართლოში წარდგენა დააჩქარა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულმა შეიარაღებულმა თავდასხმამ და ეთნიკური წმენდის ახალმა ტალღამ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან მიმდინარე მოვლენების მიმართ დაუყოვნებლივი რეაგირებისა და ადამიანების უფლებათა და თავისუფლებათა მასობრივი დარღვევების დაუყოვნებლივ შეჩერების მიზნით, საქართველოს სახელმწიფომ სარჩელთან ერთად შეიტანა მოთხოვნა რუსეთის ფედერაციისათვის დროებითი ღონისძიების დაკისრების შესახებ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში აღნიშნული დროებითი ღონისძიების ზეპირი განხილვა შედგება 8-10 სექტემბერს. საქართველო ორშაბათს, ადგილობრივი დროით 10.00 საათიდან 13.00 საათამდე წარმოადგენს თავის არგუმენტებს.

იმავე დღის 15.00 საათიდან 18.00 საათამდე მოპასუხე მხარე (რუსეთის ფედერაცია) უპასუხებს საქართველოს პოზიციას. განხილვა გაგრძელდება სამშაბათს, საქართველოს საპასუხო არგუმენტებით, რომელსაც რუსეთის მხარე დაუპირისპირდება ოთხშაბათს. მხარეების მოსმენის შემდეგ სასამართლო რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნულ სხდომაზე სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ დროებითი ღონისძიების განხილვით და არ შევა ძირითადი სარჩელის განხილვაში.

დროებითი ღონისძიების სახით საქართველო ითხოვს, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისროს ვალდებულება ეთნიკური წმენდისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუყოვნებლივი შეჩერების შესახებ.

Просмотров: 826 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz