საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე დედოფალ ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღესრულება.
წმინდა ქეთევან დედოფალი სპარსეთის შაჰის შაჰ-აბასის ბრძანებით 1624 წელს აწამეს. მანამდე შაჰ-აბასმა დედოფალს რჯულის გამოცვლა და ცოლობა სთხოვა. ურჯულოებმა ქართველთა წმინდა დედოფალი ენით აუწერლად აწამეს. წამების შემდეგ წმინდანის ნეშტს ნათელი დაადგა. ამ ფაქტის მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები ინდოეთში კათოლიკურ მონასტერში გადააბრძანეს. რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.