დღეს კინოს სახლში ახალგაზრდა რეჟისორის ზაზა სვანიძის კლიპის “ხელები შორს” პრეზენტაცია გაიმართება.
კლიპი რუსული აგრესიის წინააღმდეგ არის მიმართული. მასში გამოყენებულია ომის ამსახველი ყველა ის საარქივო ფოტო- და კინო მასალა, რომელიც რუსეთის დამპყრობლურ და აგრესიულ ქმედებებს ასახავს.
“ამ კლიპით კიდევ ერთხელ გვინდა ჩვენი პროტესტის გამოცხადება რუსული აგრესიის და ოკუპაციის წინააღმდეგ. კლიპზე მუშაობის დროს მოვიძიეთ და გამოვიყენეთ ყველა ის მასალა, რომელიც ასახავს, როგორ იბრძოდნენ ისინი ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წინააღმდეგ გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე”, - განაცხადა “პირველთან” საუბარში ზაზა სვანიძემ.
კლიპის “ხელები შორს” მუსიკის ავტორი და შემსრულებელი დავით მჭედლიშვილია, იდეის ავტორი და რეჟისორი - ზაზა სვანიძე.
კლიპის ჩვენება კინოს სახლში დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.
|