ხუთშაბათი, 25.04.2024, 18:01
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 26 » მტერი ქართულ ეკლესიებს ანადგურებს
მტერი ქართულ ეკლესიებს ანადგურებს
14:35
"იარაღის ხმა კანონს ახშობს!” - ამბობდნენ შუასაუკუნეების დამპყრობლები და დაუნდობლად ანადგურებდნენ მითვისებული ტერიტორიების კულტურას. შუასაუკუნეები აღარ არის, მაგრამ შიდა ქართლში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა ქართული კულტურის ძეგლებს საბედისწერო დარტყმები მიაყენა.

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, დღესდღეობით, მხოლოდ გორის რაიონის ისტორიული ძეგლების განსაცდელზე საუბრობენ. ზნაურისა და ჯავის რაიონებში არსებულ კულტურის ძეგლებზე კი, ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს.

ზოგადად, კონფლიქტის რეგიონში სხვადასხვა პერიოდის 500-მდე ძეგლია აღრიცხული, რომლებიც მე-6 მე-19 საუკუნეებით თარიღდება. მათ შორის ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია მე-12 საუკუნის იკორთის ტაძარი, რომელიც, არქიტექტურული ღირებულების გარდა, იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ იქ დაკრძალულნი არიან 1659 წლის კახეთის აჯანყების გმირები: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი. იკორთის შესახებ კულტურის სამინისტრომ, ჯერჯერობით, მხოლოდ ის იცის, რომ 9-10 აგვისტოს დაბომბვის დროს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვები ჩამოყარეს. რამდენად დაზიანდა ტაძარი, რეალური ცნობები არ არსებობს.

როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ნიკა ანთიძემ გვითხრა, პირველ ეტაპზე ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე ძეგლის შესახებ ჰქონდათ. ესენი იყო ხეითის მთავარ ანგელოზის ეკლესია, ქემერტის წმინდა გიორგი ეკლესია და სვერის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ხის არქიტექტურის უიშვიათეს ნიმუშს წარმოაგდენდა.

რადგანაც ეკელსია ხის იყო, იგი მარტივად გადაწვეს. ასევე იცოდნენ, რომ ოკუპანტებმა თამარაშენსა და ქურთაში გაანადგურეს მაჩაბლების სასახლე. გიორგი მაჩაბლის სასახლე ჯერ კიდევ წინა კონფლიქტის დროს აქციეს ნანგრევებად, ხოლო ამ ჯერზე ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმიც გადაწვეს. მისი დირექტორი ელგუჯა გაგნიძე დახვრეტას თავისმა ჩრდილო-კავკასიელმა მეგობარმა გადაარჩინა. ლიახვზე გადმოსვლისას კი მისი მეუღლე მდინარეში დაიხრჩო.

ამჟამად ოკუპანტების ხელშია ერისთავების სასახლე ახალგორის რაიონში. ისინი აკონტროლებენ ქსნის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციულ შენობასაც, სადაც საკმაოდ ღირებული ნივთებია და მისი განადგურების საფრთხე ყოველ წუთს შეიძლება დადგეს. ასე განადგურდა ქურთაში დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალის შენობა, რომელიც გადაწვეს, ხოლო ქონება და დოკუმენტაცია გაიტაცეს. სავარაუდოდ ასევე დანგრეულია და გადამწვარი კეხვის მუზეუმიც.

დიდი ლიახვის ხეობაში ისტორიული ძეგლების დაზიანების შესახებ პირველი ინფორმაცია მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ბადრი გასპაროვმა გამოიტანა, რომელმაც თავისი სოფელი 12 აგვისტოს დატოვა.

მუზეუმ-ნაკრძალი, როგორც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციული ერთეული, ისტორიული ძეგლების შესწავლასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებდა.

თუ რა მდგომარეობაში იყო კონგლიქტის ზონაში არსებული სხვა ძეგლები, ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო დიდხანს ვერ ფლობდა. ინფორმაციის მისაღებად სახელმწიფო უშიშროების საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად კულტურის სამინისტრომ დახმარებისათვის მიმარტა საერთაშორისო ორგანიზაცია UNOSAT-ს, რომელმაც შეადგინა დაბომბილი და გადამწვარი ტერიტორიების რუკა.

ნიკა ანთიძე: UNOSAT-სვთხოვეთ, ეჩვენებინათ ჩვენს მიერ მიწოდებული ევქსი ძეგლის მდგომარეობა და ასევე დამატებით მივეცით იმ ძეგლების სია, რომელთა შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გვქონდა. ეს იყო კეხვის ციხე - სიმაგრე და წმინდა გიორგის ეკლესია, ასევე ქურთის წმინდა გიორგი, აჩაბეთის ციხე, აჩაბეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ხეთის ძელიცხოველის ეკლესია, საბაწმინდის მონასტერი და საბაწმინდის ციხე. ასევე - მე-13 საუკუნის თირის მონასტერი.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ ამ კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 13 ძეგლი საკმაოდ დაზიანდა. აღმოჩნდა, რომ დიდი რაოდენობა ძეგლებისა დაზიანდა დაბომბვის, ქვეითი ჯარის შეტევისა და ცეცხლისაგან, ასევე ძარცვის შედეგად. ინფორმაცია, რომელიც ამ ორგანიზაციამ გაავრცელა, დაფუძნებულია სატელიტურ ფოტოფიქსაციაზე.

მათივე თქმით, რეგიონის მდგომარეობით ჩანს, რომ კიდევ უფრო მეტი მონუმენტი და ეკლესია იქნება დაზიანებული. მათ გარშემო 100 მეტრის რადიუსით საავიაციო დაბომბვები ხორციელდებოდა. ექპერტების თქმით, ამ რადიუსში ბომბის ჩამოვარდნა უძველეს შენობებს სერიოზულ ზიანს აყენებს.

UNOSAT-ის სატელიტმა წარმოადგინა იმ ძეგლების სია, რომელთაგან 100 მეტრზე ნაკლებ რადიუსში მოხდა დაბომბვა. ესენია სოფელ ხევის მე-17 საუკუნის წმ. გიორგია ეკლესია, ქურთის მე-9 საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია, 16 საუკუნის აჩაბეთის ციხე და წმ. გიორგის ეკლესია, სოფელ ძარსემის მე 9-10 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია და ა.შ.

აღმოჩნდა, რომ 12 აგვისტოს დაბომბის შედეგად დაზიანდა ხეითის მთავარანგელოზის ეკლესია, გადაიწვა 10-11 საუკუნეების ეპისკოპოსის რეზიდენცია სოფელ ნიქოზში, რომელიც ახალი აღდგენილი იყო. ხანძარი რეზიდენციის გარშემო მდებარე მონასტრის დაბომბვამ გამოწვია. 10 აგვისტოს დაიბომბა 9-10 საუკუნის ეკლესია ქემერთში. სატელიტიდან გადაღებულ სურათში ეკლესიის მდგომარეობა არ იკითხება, მაგრამ კარგად ჩანს მის გარშემო 100 მეტრის რადიუსით დაბომბილი ტერიტორია. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ოკუპანტებმა ამ ეკლესიის გარშემო მიწა დანაღმეს.

ზარალის ზუსტი აღწერისათვის, საჭიროა, მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე ჩავიდეს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მაგრამ ამის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია. უსაფრთხოების გარანტიის მიცემა არავის შეუძლია.

ნიკა ანთიძის თქმით, საჭიროა, კონფლიქტი ასე თუ ისე დარეგულირდეს და ქართველმა ექსპერტებმა ზონაში უცხოელებთან ერთად შესვლა შეძლონ. მხოლოდ უცხოელი სპეცილისტების მიერ ძეგლების შესწავლა შეიძლება რეალური არ იყოს.

ამის მწარე გამოცდილება აფხაზეთში გვაქვს, როცა 1997 წელს იუნესკოს კომისიასთან ერთად აფახზეთში ქართველები არ შეუშვეს. იუნესკოს წარმომადგენლებს კი სხვა ძეგლები აჩვენს და მათაც შესაბამისად განაცხადეს, რომ კულტურის ძეგლების აფხაზეთის ტერიტორიაზე არ დაზიანებულა. არადა, ბედიის მონასტერზე ქართული წარწერები ტყვიის ჯერით იყო წაშლილი.

Просмотров: 1019 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz