საქართველოს დელეგაცია აგრძელებს აშშ-ში ვიზიტს.
მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაში მონაწილეობს.
სესიაზე სიტყვით უკვე წარსდგა საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რუსული აგრესიის შესახებ ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს მოვლენები შეაფასა ”მეორე ვარდების რევოლუციად” .
საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს პირობა მისცა, რომ საქართველო იქნება გაცილებით უკეთესი ვიდრე დღეს არის. მიხეილ სააკაშვილმა ასევე პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს აგვისტოს მოვლენების ობიექტურად გამოძიებას.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში შეხვედრებს მართავს. საქართველოს პრეზიდენტი უკვე ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ ჯონ მაკკეინს და გაერო-ს გენერალურ მდივანს პან გი მუნს. ასევე მოლაპარაკება გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთან.
ჯორჯ ბუშისა და მიხიელ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრეს მდივანი დანა პერინო ავრცელებს. მოლაპარაკების დეტალები უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ბუშმა საქართველოს პრეზიდენტი ერაყის კოალიციასთან შეხვედრისას მიიღო.
|