მიმდინარე წელს შიდსით დაავადებული 12 ბავშვი გამოვლინდა (14 წლამდე). როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განუცხადეს. სულ საქართველოში გამოვლენილია 50 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათგან 31 ვაჟი, 19 - გოგონა.
აღნიშნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული მცირეწლოვნებიდან 16 გარდაიცვალა, 3 - ქვეყნიდან გავიდა. 30 ბავშვი ამჟამად არის შიდსის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ.
შიდსის ცენტრში დარეგისტრირებულ შემთხვევათაგან განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით -45 შემთხვევა (1 მათგანი ძუძუთი კვებით) დაფიქსირდა, 4 - სისხლის რეციპიენტია, ერთი ბავშვის შემთხვევაში კი გადაცემის გზა უცნობია.