ორშაბათი, 30.12.2024, 17:30
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » სექტემბერი » 26 » სართვლო შტაბში მევენახეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
სართვლო შტაბში მევენახეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
20:27
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მოქალაქე ვაჟა დვალიშვილმა აცნობა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სასტუმრო ”რები - გურჯაანში” რთველი - 2008 - ის კოორდინაციისათვის სპეციალურად გახსნილ შტაბში მისულს, შტაბის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჩივილის შემთხვევაში პოლიციის მეშვეობით პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.

- ”2007 წელს ჭანდრის ღვინის ქარხანას საფერავი ყურძენი ჩავაბარე და თანხას დღემდე უშედეგოდ ვითხოვ, არადა ფული გასული წლის ბოლომდე უნდა გადაეხადათ. გამგებელსაც მივმართე არაერთხელ და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. დღეს კი შტაბში მივედი და წარმომადგენლებს დახმარება ვთხოვე, მათ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ხმაურის შემთხვევაში პოლიციით დამემუქრნენ”, - აღნიშნავს ვაჟა დვალიშვილი.

მევენახემ დახმარებისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. ორგანიზაციის იურისტები დვალიშვილისთვის კუთვნილი თანხის, 220 ლარის გადახდის და დამატებით მატერიალური კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით, რაიონულ სასამართლოში სარჩელს ამ დღეებში შეიტანენ.

Просмотров: 842 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz