ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე სტუბი მოითხოვს, ეუთო-ს დამკვირვებლები ე.წ. უსაფრთხოების ზონასთან ერთად უშუალოდ ცხინვალის კონფლიქტის ზონაში განთავსდნენ.
სტუბს მიაჩნია, რომ ევროკავშირის მისიის პარალელურად ეუთო-ს 80 დამკვირვებელი ე.წ. უსაფრთხოების ზონაში, 8 სამშვიდობო კი უშუალოდ ცხინვალის კონფიქტის ზონაში უნდა განთავსდეს, როგორც ეს 1990-იან წლებში მიღწეული შეთანხმებებით იყო გათვალისწინებული.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ეუთო-სთან თანამშრომლობის შესახებ მოსკოვიდან დადებითი სიგნალი მოდის.
ალექსანდრე სტუბმა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გუშინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
|