ორშაბათი, 30.12.2024, 17:43
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 26 » 25 ქართველი ექსპერტი ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდა
25 ქართველი ექსპერტი ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდა
23:21
უკვე ერთი თვეა ქართველი პოლიტოლოგები და ექსპერტები საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მის გამომწვევ მიზეზებს აანალიზებენ. სოსო ცისკარიშვილი, ირაკლი მენაღარიშვილი, ლადო პაპავა, რამაზ საყვარელიძე, გია ხუხაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა ფიჩხაძე, ზურაბ აბაშიძე, მამუკა არეშიძე, არჩილ გეგეშიძე, ალექსანდრე რონდელი, ირაკლი სესიაშვილი და სხვები, სულ 25 ადამიანი მუშაობს ჯგუფში, რადგან თვლიან, რომ ახლა სიჩუმე ღალატის ტოლფასია. ექასპერტები დოკუმენტის პირველ ნაწილს ორ-სამ კვირაში გამოქვეყნებენ, რაც სავარაუდოდ ფართო განხილვის თემად იქცევა.

აქედანვე ცნობილია, რომ ექსპერტთა ნაღვაწის მიმართ ინტერესი დიდი იქნება. თუმცა, რას იკვლევენ და აანალიზებენ ქართველი ექსპერტები ამ თემაზე პრესა.გე პროექტის ინიციატორს ექსპერტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა:

- მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თითქოს, გულთან ახლოს მიიტანა ლევან გაჩეჩილაძის ინიციატივა კომიის შექმნის თაობაზე, მეორე თუ მესამე დღეს თავის თანამზრახველებთან გააჟღერა, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა ჰუმანიტარულ დახმარების დარიგებას.

უკვე ფაქტი იყო, რომ ამ იდეას საერთო არაფერი ჰქონდა გაჩეჩილაძის ინიციატივასთან. დაიწყო შეხვედრები პოლიტიკურ პარტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. დრო კი მიდიოდა და მაშინ ჩავთვალე, რომ ასეთ შეხვედრებში ჩემი მონაწილეობის ეფექტურება ნაკლები იქნებოდა. ამიტომ, შევეცადე ის გამეკეთებინა, რაც უფრო ხელმეწიფებოდა.

25 ჩემს კოლეგას მივმართე წინადადებით, რომ შექმნილიყო ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გაანალიზებდა. კიდევ ერთხელ მინდა ყველა მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არც-ერთი წუთით არ უყომანიათ ისე მიიღეს ეს წინადადება. ერთ დღეში დავუკავშირდი ყველას, ხოლო მეორე დღეს უკვე შევიკრიბეთ.

კონკრეტულად რა საკითხებზე მუშაობთ?
- ეს არის კრიზისულ მოვლენათა შემსწავლელი ანალიტიკური ჯგუფი, სადაც არანაირი უფროს-უმცროსობა არ არსებობს. ყველა ჩვენგანს ერთმანეთთან რამდენიმე წლიანი გამოცდილება აკავშირებს სხვადასხვა პროექტებზე მუშაობისას. ისევე როგორც ექიმს არ აქვს უფლება დატოვოს პაციენტი და მეხანძრეს ხანძრის მიტოვების უფლება არ აქვს, ისე პოლიტოლოგებს და ექსპერტებს არ აქვთ უფლება მიატოვონ ნაომარი ქვეყანა.

ამიტომ, ეროვნული ინტეგრაციის ფორუმი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და ის წარმატებული ურთიერთობები, რომლებიც ყველა ჩვენთაგანს გააჩნდა, გვაძლევდა საშუალებას, ახალ ფორმატში გადაგვეტანა.

რაც შეეხება საკითხებს, შეიქმნა რამდენიმე თემატური ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისს და მისი გამომწვევ მიზეზებს, ეკონომიკური კრიზისული მოვლენების ხელშემწყობ ვითარებას და მისი დაძლევის ფორმებს აანალიზებს. საუბარია ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, დიპლომატიებსა და პერსპექტივებზე, ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, საზოგადოების პასუხისმგებლობაზე, ხელისუფლების როლზე და ა.შ. სრულად იქნება აღწერილი რუსეთის ქმედებები და მასთან საუბრის პერსპექტივის შესაძლო სცენარის განვითარებაზე.

ხელისუფლების წარმომადგენლებიდან რატომ არავინ ჩართეთ ჯგუფში?
- ჩვენ ჯერ გვსურს შევქმნათ დოკუმენტი, რომლის ირგვლივ შესაძლებელი იქნება კამათი. თუმცა, ხელისუფლება უკვე წინასწარ იღებს ზომებს საერთო ფონის შესაქმნელად. ჩვენ სხვადასხვა პრესაში ვკითხულობთ, როგორ გვიწოდებენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების რუპორებს და მახსენდება გურამ პეტრიაშვილი, რომელიც სწორედ ასე ესხმოდა თავს ოპოზციას. სამწუხაროდ ასეთივე სიგნალები მოდის, მშვიდობის, დემოკრატიის და სხვა ”სიკეთის” ინსტიტუტიდანაც.

მერწმუნეთ, არანაერი მცდელობა არ ყოფილა, რომელიმე პარტიას ჩვენთვის, თუნდაც თავისი ხედვა შემოეთავაზებინა და სხვათა შორის, არც ხელისუფლებიდან ყოფილა ხელშეშლის მცდელობები.

ანუ, უკვე დარწმუნებული ხართ, რომ ხელისუფლება არ დაინტერესდება ამ ნაშრომით?
ჩვენ წინასწარ ვაცობიერებთ, რომ როგორც კი რაიმე ტიპის დოკუმენტი გაჩნდება, იგი თავდასხმისა და კრიტიკის ობიექტიგახდება, მაგრამ ამისთვისაც მზად ვართ. ვფიქრობთ, ამჟამად, დუმილი უფრო მეტი დანაშაული იქნება, ვიდრე არცთუ ჭეშმარიტი აზრის გაჟღერება.

რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან ინტერესს, ეჭვი არ მეპარება დაინტერესება აუცილებლად იქნება, მაგრამ გაზიარების რა მოგახსენოთ. საქმე ისაა, რომ ჩვენ ახალს ვერაფერს აღმოვაჩენთ, რაც ადრე არ თქმულა.

ჩვენ არავითარი პრეტენზია არ გვაქვს, რომ ეს დოკუმენტი ბიბლიის მსგავსი ჭეშმარიტება იქნება. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დახვეწას მოითხოვს. შეგვეძლო უფრო მალე დაგვედო ჩვენი შრომის შედეგი, მაგრამ დროსთან ერთად, ინფორმატულობის თვალსაზრისით, მისი მოცულობა იზრდება.

ჩვენ რომ ორი დღით ადრე გამოგვექვეყნებინა ეს დოკუმენტი, ხელისუფლების პოლიტიკური ნების თაობაზე ის არგუმენტები არ გვექნებოდა, რაც სავალუტო ფონდთან უკანასკნელმა მემორანდუმმა მოგვცა.

ჩვენ მოვტყუვდებოდით და ჩავთვლიდით, რომ ხელისუფლება მზადაა გადახედოს უზურპატორულ შრომით კანონმდებლობას, მაგრამ ნურას უკაცრავად, შავით თეთრზე წერია, რომ შრომით კანონმდობლობა არ შეიცვლება.

ამიტომ, 2-3 კვირაში დავდებთ პირველი ნაწილს და უფრო ფართე წრეს ჩავრთავს მის დოკუმენტის განხილვაში.

შეძლებთ თუ არა ამ დოკუმენტით დასავლური ინსტიტუტების დაინტერესებას?
- 21 აგვისტოს ჩვენი მოლდოველი კოლეგებისგან მივიღეთ დოკუმენტი, რომელსაც 22 ძალიან ავტორიტეტული პირის ხელმოწერა აქვს. იქ საუბარია, თუ რა საფრთხეებს უქმნის მოლდოვას საქართველოში განვითარებული მოვლენები.

უცხოელი ჟურნალისტების მხრიდან ინტერესი კი ახლაც დიდია. ჯგუფის წევრებს დღეში თხუტმეტამდე ინტერვიუს მიცემა უწევთ მათთვის. ასე რომ ინტერესი მართლაც დიდი და ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ამ იდეის მართებულობაში.

Просмотров: 793 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz