Главная » 2008»სექტემბერი»26 » აფხაზურმა ბანდფორმირებებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან ოთხი ქართველი გაიტაცეს
აფხაზურმა ბანდფორმირებებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან ოთხი ქართველი გაიტაცეს
14:40
აფხაზურმა ბანდფორმირებებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან ოთხი ქართველი გაიტაცეს. როგორც ირკვევა რვა ქართველი ზუგდიდის რაიონიდან ოტობაიაში თხილის შესაგროვებლად გადავიდა, მათ თავს დაესხნენ აფხაზური ბანდფორმირებები, გაიტაცეს ოთხი ქალი და ოთხი მამაკაცი. მოგვიანებით ქალები გამოუშვეს და წერილი გამოატანეს, სადაც აღნიშნული იყო მათი მოთხოვნა. აფხაზები ვინმე გოდერძი ეფელიას გათავისუფლებას ითხოვენ. გოდერძი ეფელია ქართველმა სამართალდამცავებმა ნარკოტიკების უკანონო შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ეფელიას ძმა გალის აფხაზურ მილიციაში მუშაობს, არსებობს ვერსია, რომ ეს გატაცება სწორედ მისი ორგანიზებულია. გატაცებულების ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი გალის იზოლატორში არიან და მათზე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება.