ორშაბათი, 30.12.2024, 17:40
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 26 » საქართველოს მომავლი ბულგარეთსა და საბერძნეთში წყდება
საქართველოს მომავლი ბულგარეთსა და საბერძნეთში წყდება
14:34
აგვისტოს მოვლენების ფონზე ქართველ ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილი აქტიურად ანვითარებს აზრს, რომ საქართველომ უმჯობესია ამერიკისა და ნატოს ნაცვლად ევროპაზე გააკეთოს ორიენტაცია, რადგან, თითქოს, ამერიკა და ნატო მხოლოდ პრობლემებს გვიქმნიან.

მათ, ვინც შუა გზაზე საზოგადოების ორიენტაციის შეცვლის მცდელობას პოლიტიკური, თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე ახდენს, რეალური მსჯელობა არ აინტერესებს, მაგრამ მათ, ვისაც გულწრფელი კითხვები გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რას აკეთებს საკუთარი და ჩვენი მომავლისათვის, შეიძლება ამ წერილის წაკითხვა დაეხმაროს.

ფინეთმა უარი თქვა ”ჩრდილო ნაკადის” გაზის მილსადენის ბალტიის ზღვაში მის ტერიტორიულ წყლებში გატარებაზე და ამით რეალურად შეაჩერა რუსეთისათვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. ფინეთში ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ფინეთის მაგალითს სხვამაც უნდა მიბაძონ. ცხადია,რუსეთის უკვე მეორე ”სამხრეთ ნაკადის” მილსადენზე ანალოგიური გადაწყვეტილების მისაღებად ამერიკა უკვე საბერძნეთს, ბულგარეთსა და იტალიას მიმართავს.

აშკარაა, რომ ფინეთის გადაწყვეტილების უკან ამერიკა დგას. ჩვენ ბოლომდე შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ ევროპისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც რა არსებითი ძვრების მოხდენას ცდილობს სწორედ ამერიკა. ამერიკა და არა ევროპა, რადგანაც ევროპა ამ საკითხებში ჯერჯერობით ვერანაირად ვერ გამოვა საერთო პოზიციით. ფინეთის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გერმანიაში საშინელი აღშფოთება და ხმაური გამოიწვია, რადგან ”ჩრდილო ნაკადი” ბალტიისპირეთის გვერდის ავლით გერმანიის ინტერესებს ემსახურებოდა.

რუსეთის ევროპისადმი მიმართული ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანაა ევროპის ქვეყნების გათიშვა. მისი სურვილი იყო, ბალტიის ქვეყნების, უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შეეტანა ენერგია. ამით იგი ცდილობს დაასუსტოს და გერმანიას, იტალიას საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს დაუპირისპიროს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, უკრაინა და პოლონეთი.

დღემდე ევროპაში მიიჩნეოდა, რომ ენერგეტიკა ბიზნესია და რომ ყველამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს; რომ თუ შესაძლებელია რუსული მილების სხვა ევროპული ქვეყნების გვერდის ავლით გატარება და ამით ეკონომიკური ეფექტის მიღება, რატომაც არ უნდა იქნეს გამოყენებული? ამით ხელმძღვანელობდნენ გერმანია, იტალია, საბერძნეთი და ისინი არაფრად აგდებდნენ იმ ქვეყნების წუხილებს, რომელთა ტერიტორიაზეც ამჟამად გადის ეს მილები.

ასეთი მიდგომებით ევროპა რუსეთთან მიმართებაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ერთიანი. სწორედ ამერიკაა ის, ვინც ევროპის ერთიანობაშია დაინტერესებული, ვისაც თანაბრად აინტერესებს, როგორც დასავლეთ ევროპის, ასევე - რუსეთის მეზობელი ევროპელი ქვეყნების ინტერესები, რადგან ამით არა მარტო ევროპა, არამედ თვით ამერიკაც ძლიერდება.

თუ ამერიკამ შეძლო საბერძნეთის და ბულგარეთის დარწმუნება, რომ არ შეიძლება ”სამხრეთ ნაკადის” ამოქმედება, სწორედ ამით ჩაეყრება ევროპის რეალურ ერთიანობას საფუძველი და გადაიკეტება რუსეთის ყოველგვარი მცდელობა, ინდივიუდაულურად მიუდგეს ევროპის ცალკეულ ქვეყნებს. ამით საფუძველი გამოეცლება ევროპის ზოგიერთი ლიდერის პუტინთან მეგობრობას, ევროპა ერთიანი ფრონტით, როგორც ერთიანი ენერგომომხმარებელი,დადგება რუსეთის წინაშე. სწორედ ეს გატეხავს რუსეთს.

ჩვენი მომავალი ამჟამად საბერძნეთსა და ბულგარეთში წყდება და ამერიკა აგვარებს.

Просмотров: 799 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz