ორშაბათი, 30.12.2024, 17:27
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 26 » მღრღნელები ”ელექტროკავშირის” კუთვნილ ATS-ის შენობებში
მღრღნელები ”ელექტროკავშირის” კუთვნილ ATS-ის შენობებში
23:21
[დავით კირვალიძე]
ინტერნეტ პროვაიდერი ”კავკასუს ონლაინის” ATS-თან ურთიერთობის სამსახური იუწყება, რომ აგერ უკვე მეოთხე დღეა, რაც ”ელექტროკავშირის” თანამშრომლები არ აძლევენ საშუალებას აღადგინონ დაზიანების კერები და სრულფასოვანი სერვისი შესთავაზონ მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომლებსაც პრობლემა შეექმნა ინტერნეტთან დაკავშირებით.

ელექტროკავშირის წარმომადგენლები ATS-ის შენობებში ”კავკასუსის ონლაინის” თანამშრომლების არ შეშვებას იმ მოტივით ხსნიან, რომ ”სამუშაო საათები დასრულებულია და კარი უნდა დაიკეტოს”.

”კავკასუსის” სამსახურიდან აცხადებენ, რომ დილით ინტერნეტი ”თავისით” ირთვება და მათი გამოძახება არავის სჭირდება, ხოლო ATS-ის სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელი კვლავ დაზიანებების სამსახურში რეკავს და ინტერნეტის გაუმართაობაზე ჩივის.

”კავკასუსის” ATS-თან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ელექტროკავშირთან თანამშრომლობა და ჰარმონიული ურთიერთობა ყოველთვის უჭირდათ, მაგრამ ეს ოთხი დღეა წარმოუდგენელი რაღაც ხდება.

23 სექტემბერს საღამოს ინტერნეტი გაეთიშა 66 ნომერზე მყოფ აბონენტებს. ზემოთ მოყვანილი არგუმენტის საფუძველზე ”კავკასუსის” წარმომადგენლები არ შეუშვეს ATS-ის შენობაში. დილით ინტერნეტი ჩაირთო.

24 სექტემბრის საღამოს იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ 37 ნომრის აბონენტები, მაგრამ ”კავკასუსმა” კვლავ ვერ შეძლო ”ელექტროკავშირის” საკუთრებაში მყოფი ATS-ის შენობის კარში შეღწევა რათა დახმარებოდა აბონენტებს.

25 ”კავკასუსის” ეჭვი იმასთან დაკავშირებით რომ ეს შესაძლოა პროვოცირებული იყოს, ცალმხრივად დადასტურდა. რადგან ერთ-ერთ ATS-ში ATS-თნ ”კავკასუსის” ურთიერთობის თანამშრომელმა შესვლა მოახერხა, რომელსაც ადგილზე”კავკასუსის”ინტერნეტის მომხმარებელთა სრულიად დაუზიანებელი ქსელიდან გამოერთებული კაბელები დახვდა.

- ”ეს კაბელი თავისით ვერ ჩამოვარდება და ვერ გაითიშება ქსელიდან. ის ფიქსირებულია ქსელში და მოლოდ ფიქსატორზე (ღილაკზე) დაჭერის შემთხვევაში თუ გამოვა გარეთ. გამორიცხულია, რომ ასეთი რაღაც მღრღნელს ჩაედინა. ეს შეუძლებელია”. - აცხადებენ ”კავკასუს ონლაინში”

დღეს, ამჟამად გათიშულია 25 და 37 ნომრებზე მყოფი აბონენტები. აბონენტთა მშველელებს არც ამჯერად ეძლევათ ნება, რომ აღუდგინონ თავის მომხმარებელს ინტერნეტი. ”კავკასუსში” გრძნობენ, რომ რაღაც ”მანქანებით” დილით კვლავ ჩაერთვება მომხმარებელს ინტერნეტი. დილით ზუსტად მაშინ, როდესაც ”ელექტროკავშირს” აღარავითარი საფუძველი აღარ ექნება კარი ჩაურაზოს ”კავკასუსის” მაშველთა ჯგუფს.

Просмотров: 905 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz