რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ დეპუტატს, ჩეჩნურ ბატალიონ “ვოსტოკის” ერთ-ერთ ლიდერს, “რუსეთის გმირს” რუსლან იამადაევს დღეს დაკრძალავენ.
სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, იამადაევს სავარაუდოდ, გუდერმესის სასაფლაოზე დაკრძალავენ, სადაც მისი ძმა, 2003 წლის ტერა ქტის დროს გარდაცვლილი ასევე “რუსეთის გმირი” ჯაბრაილ იამადაევი განისვენებს.
აეროპორტ “გროზნოს” ხელმძღვანელობის ინფორმაციით, რუსლან იამადაევის ცხედარს სპეცრეისით დღეს დილით ჩაასვენებენ, თუმცა აეროპორტის ერთ-ერთი თანამშრომლის მტკიცებით, იამადაევის ცხედარი ჩეჩნეთში წუხელ ჩაასვენეს.
რუსლან იამადაევი 24 სექტემბერს მოსკოვში მოკლეს. ავტომობილი “მერსედეს–შ600”, რომელსაც იამადაევი მართავდა, ბრონირებული იყო, თუმცა მკვლელმა სუსტი წერტილის პოვნა მოახერხა და იამადაევს დაახლოებით 20 ტყვია მძღოლის ადგილის გვერდითა მინის მხრიდან დაახალა, მათგან ათი მიზანს მოხვდა. ავტომობილი, რომელსაც იამადაევი მართავდა, მას საკუთარმა ძმამ - სულინმა ცოტა ხნის წინ აჩუქა.
მძიმედაა დაჭრილი იამადაევთან ერთად მანქანაში მყოფი ჩეჩნეთის ყოფილი სამხედრო კომენდანტი სერგეი კიზუნიც, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა შედარებით გამუჯობესდა.
როგორც ცნობილია, სწორედ იამადაევი იყო იმ წამყვანი ჩეჩნური სპეცრაზმის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ქართულ ჯარს ცხინვალის რეგიონში რეალური წინააღმდეგობა გაუწია.
|