აშშ-ის სახლმწიფო მდივნის თანაშემწე დენიელ ფრიდი აღნიშნავს, რომ თუ 10 ოქტომბრამდე მოსკოვი ე.წ ბუფერულ ზონებს არ დატოვებს, ამას ძალიან მკაცრი რეაქცია მოჰყვება. ამის შესახებ მან სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, მედვედევი სარკოზის სამშვიდობო გეგმის შეუსრულებლობისთვის მოსკოვი სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა.
ფრიდის თქმით, საქართველოში რუსეთის ინტერვენციის საკითხი მხოლოდ მცირე ინციდენტი არ არის და ეს დიდი პრობლემაა, რუსეთი ძალისმიერი მეთოდებით ცვლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის სანქციას, რომელიც ვაშინგტონმა, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ შემოიღოს, ზედმიწევნით განიხილავენ, რათა კრემლის პოზიციის შეცვლის შემთხვევაში, ამ ზომების გაუქმება შესაძლებელი იყოს.