ხუთშაბათი, 28.03.2024, 14:41
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 26 » გალისა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციული საზღვარი აფხაზური მხრიდან უკონტროლოდ არის დარჩენილი
გალისა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციული საზღვარი აფხაზური მხრიდან უკონტროლოდ არის დარჩენილი
14:37
გალისა და ზუგდიდის რაიონის ადმინისტრაციული საზღვარი აფხაზური მხრიდან სრულიად უკონტროლოდ არის დარჩენილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გალის რაიონიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, აფხაზი მესაზღვრეები არა საზღვარზე გადაადგილების გაკონტროლებით, არამედ ნარკოტიკების შესაძენი ფულის შოვნით არიან დაკავებულნი.
"აფხაზი მესაზღვრეების უმეტესობა ახალგაზრდები არიან და მათი უმეტესობა ნარკოტიკების მომხმარებელია. მათი ყოველდღიური ზრუნვის ძირითადი საგანი ნარკოტიკების შესაძენი ფულის შოვნაა. მათ უმეტესობას საკუთარი ოჯახები სახლშიც კი არ უშვებენ", - განაცხადა წყარომ. მისი თქმით, გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ აფხაზი მესაზღვრეები საზღვარზე ნებისმიერ პირს ატარებენ. რუსი სამხედროები კი საზღვარზე გადასვლისას მათ არაფერს ეკითხებიან.
"ამდენად, აფხაზური მხრიდან საზღვარი სრულიად უკონტროლოდ არის დარჩენილი", - განაცხადა წყარომ.
გალის რაიონის მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც წუხელ სოხუმში, დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის შენობასთან აფეთქდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა შეიტანეს.
25 სექტემბერს, 03:31 საათზე, სოხუმში, დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის შენობასთან ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც წინასწარი ინფორმაციით, 50 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩადებული
Просмотров: 774 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz