საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავით ბაქრაძე ცინიკურად აფასებს რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებას ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ და აცხადებს, რომ ”მაშინ, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია მოახდინა, მასთან ნორმალურ ურთიერთობაზე საუბარი წარმოუდგენელია”.
”მაშინ, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია მოახდინა და მისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ჩემთვის წარმოუდგენელია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის შესახებ საუბარი”, - განაცხადა ბაქრაძემ, რომლის შეფასებით, ”რუსეთის ეს განცხადება ქართველების მიმართ მორიგი ცინიკური დამოკიდებულებაა”.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე გუშინ ისაუბრა. ამასთან, გუშინვე მან რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის შესაძლო გაუქმებაზე გააკეთა განცხადება
|