სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა საქართველოს სპეცსამსახურებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობის გააქტიურებაში სდება ბრალს.
“საქართველოს არასოდეს შეუწყვეტია ტერორისტული მოღვაწეობა, ახლა კი ამ საქმიანობის გააქტიურება დაიწყო. ჩვენ უკვე 15 წელიწადია ვსაუბრობთ, რომ საქართველოსგან ტერორისტული საფრთხე მოდის”, - განაცხადა სერგეი შამბა გუშინ, სოხუმში მომხდარი აფეთქების კომენტირებისას.
მისივე თქმით, ამგვარ აფეთქებები აფხაზეთისათვის “კარგად არის ნაცნობი, ის საქართველოს სპეცსამსახურების მოღვაწეობის შედეგია და სხვა არაფერი”.
“დარწმუნებული ვარ, რომ ტერორისტული აქტები აფხაზეთის ფარგლებს გარეთ იგეგმება. ჩვენ, ტერაქტების მოწყობის შიდა მიზეზები უბრალოდ, არ გაგვაჩნია”, -დასძინა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|