შაბათი, 21.12.2024, 15:19
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » სექტემბერი » 26 » ”საქართველოს მარცხი ქვეყანაში არსებულმა ავტორიტარულმა მმართველობამ განაპირობა”
”საქართველოს მარცხი ქვეყანაში არსებულმა ავტორიტარულმა მმართველობამ განაპირობა”
17:51

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეს, საქართველოში დემოკრატიის განვითარების მისეული ხედვა გააცნო. 

მისი განცხადებით, საქართველოს მარცხი ქვეყანაში არსებულმა ავტორიტარულმა მმართველობამ და დემოკრატიის არარსებობამ გამოიწვია. იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობა ისევ გაგრძელდება, ახლო მომავალში საქართველოში ახალი კატასტროფები იქნება მოსალოდნელი. 

სუბარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დაპირისპირება და მსოფლიოსთვის თავისი „ანტირუსულობის“ დამტკიცება არა ადამიანის უფლებების დაცვით და სახელმწიფოში ევროპული დემოკრატიის აშენებით, არამედ ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამკვიდრებით გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე კი, ხელისუფლებამ ქვეყანაში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი დაკარგა, ამ ყველაფრით კი რუსეთმა ისარგებლა და მან დიდი ხნის წინ დაგეგმილი ტერიტორიების მიღების მზაკვრული გეგმა განახორციელა. 

მისივე თქმით, საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის უმთავრესი მიზეზი, სწორედ ის არის, რომ  საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ადამიანის უფლებებს. 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოში არსებულმა სისტემამ, წესმა და სტილმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა, ქვეყნისათვის  ძნელბედობის ჟამს კი აუცილებელია ერთობა და იგი იმ ზნეობრივ პრინციპებსა და ღირებულებებს უნდა დაეფუძვნოს, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ქვაკუთხედს შექმნის. იმისათვის, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი გარემო შეიქმნას და უპირობო და შეუქცევადი დემოკრატია დამკვიდრდეს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს განსხვავებული შეხედულებების ადამიანის დევნა-შევიწროვება, ჩამოყალიბდეს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო, დამკვიდრეს კანონის უზენაესობა, შეიქმნას თავისუფალი დაკონკურენტუნარიანი პოლიტიკური სივრცე, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა და სხვა.

„მოგიწოდებთ, ვისთვისაც სისხლ-ხორცეულად მტკივნეულია საქართველოს ყველა ეს პრობლემა, გავერთიანდეთ და ძალისხმევა არ დავიშუროთ დემოკრატიის დასამკვიდრებლად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს უფლება,  დავმარცხდეთ“, -აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

ახლო მომავალში არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ერთ სამუშაო  ჯგუფს შექმნიან, რომლის წევრებიც საქართველოს გადარჩენის გეგმას შეიმუშავებენ და ქვეყნის  კრიზისული პერიოდიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ.

Просмотров: 837 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz