საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილისა და პან გი მუნის შეხვედრა გუშინ ნიუ-იორკში გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით , საქართველოს პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს , რომელსაც გაერო საქართველოში განახორციელებეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერო და საქართველო კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 63-ე სესია მიმდინარეობს . შეხვედრაზე ქართული დელეგაციაც იმყოფება. დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელებს. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ ჯონ მაკკეინთანაც გამართა.