ხუთშაბათი, 09.05.2024, 12:11
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 25 » ნოღაიდელის მეოთხე გაელვება
ნოღაიდელის მეოთხე გაელვება
20:06
ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება! რას მოუტანს ნოღაიდელი ნაომარ ქართულ პოლიტიკას? ამ კითხვაზე პასუხს დრო გასცემს, თუმცა მანამდე, ალბათ, ის უფრო საინტერესოა, თუ რა გააკეთა ქართული პოლიტიკისთვის და, საერთოდ, ქართული სახელმწიფოსთვის ნოღაიდელმა?

- ”მე პოლიტიკაში ვბრუნდები ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო არა მხოლოდ ეკონომიკაში, მთლიანად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო. ჩვენ წავაგეთ ომი, დავკარგეთ ტერიტორიები. ღრმად შეურაცხყოფილი ვარ წაგებული ომით და დაკარგული ტერიტორიებით, იმავდროულად, მესმის რა ხდება და რა მოხდება ეკონომიკაში. მე ეკონომიკაზე ვსაუბრობ, საკუთარი თავის მიმართ თვითცენზურა მაქვს დაწესებული, რომ არ ვილაპარაკო პოლიტიკურ ვითარებაზე რაღაც პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ამაზეც ვისაუბრებთ და საუბარი ნაკლებად მწვავე არ იქნება”, - აცხადებს ნოღაიდელი.

წაგებული ომის გამო შეურაცხყოფა ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ აქვე, ალბათ, იბადება ლოგიკური კითხვა: რატომ არ იყო ან იყო თუ არა ზურაბ ნოღაიდელი შეურაცხყოფილი მაშინ, როცა მისი პოლიტიკური მასწავლებელი, ზურაბ ჟვანია ერთობ უცნაურ სიტუაციაში დაიღუპა? აღსანიშნავია, რომ ბატონმა ნოღაიდელმა პრემიერის სავარძელი სწორედ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. იმხანად კულუარებში ითქვა, რომ ჟვანიას პოსტზე ნოღაიდელის ჩანაცვლება ”ნაციონალებმა” თითქოს იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ჟვანიას გუნდი გაეჩუმებინათ. შესაძლოა, არც უამისობა იყო, თუმცა ნიშანდობლივია, რომ გპრემიერებულ ნოღაიდელს პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე დაუპირისპირდა, ხისტიაო.

ახლა ხმა დადის, ნოღაიდელი შესაძლოა, ნინო ბურჯანაძის ჯერ ”დემოკრატიის განვითარების ფონდის” და შემდეგ - პოლიტიკური პარტიის სახე გახდეს.

- ”ამ ომმა მძიმე შედეგები მოგვიტანა. და ზღაპრებია, თითქოს ომი მოვიგეთ. ასეთი განცდა აქვთ მთავრობის წევრებს. ჩვენ უმძიმესი შედეგები მივიღეთ. ამიტომ უნდა ვისაუბროთ არა იმაზე, რომ ჩვენ არ წაგვიგია, ან მოვიგეთ, არამედ იმ შედეგებზე, რომელიც დადგა და უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მე ამას ვერ ვხედავ. მე რეალურ პოლიტიკაში გამოჩენა მოგვიანებით, ოქტომბერში მინდოდა, მაგრამ დღევანდელი ვითარება ამის საშუალებას არ მაძლევს. მერე გადასარჩენი შეიძლება აღარაფერი დარჩეს. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ერთი თვით ადრე საუბრის დაწყება”, - აცხადებს ნოღაიდელი

- ”მთავრობას შესაძლო მოსალოდნელი ვითარების შესახებ ვაფრთხილებ. ომის შედეგად საქართველოში უცხოური ინვესტიცია შეწყდა. შეიძლება 2 წელი ასე იყოს. გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, რომელიც ამ პერიოდს ნაკლებად მძიმედ გადაგვატანინებს. მე ვერ ვხედავ ამ გადაწყვეტილებებს, ვხედავ მსჯელობას, როგორ დაიქცა რუსეთის ეკონომიკა. უფრო და უფრო ღრმავდება უმუშევრობა ომის შედეგად.” - დასძენს ნოღაიდელი

Просмотров: 801 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz