ქართული დასის” ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად “იმედის” ყოფილი ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი წარადგინა. ნათია მიქიაშვილი პარტიაში ერთ-ერთი ლიდერის – საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ადგილს დაიკავებს.
“ეს ჩემი მოღვაწეობის მეორე ეტაპია. როდესაც სახელმწიფო საომარ მდგომარეობაშია, ქვეყნისთვის თავისუფალ სიტყვას და მედიას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია” განაცხადა ყოფილმა ჟურნალისტმა.
ბრიფინგის ადგილი _ ტელეკომპანია “იმედის” შესასვლელი სიმბოლურად შეირჩა. ბაღათურიას განცხადებით, “იმედი” თავისუფალი მედიის სახე და ნათია მიქიაშვილის ბიოგრაფიის ნაწილია”.
პარტიას მრავალი ახალი ინიციატივა აქვს, მათ შორის - შეიქმნას მედიის მხარდაჭერის ფონდი, რომელიც ჟურნალისტების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხზე იმუშავებს. ფონდს ნათია მიქიაშვილი უხელმძღვანელებს.
|