ხუთშაბათი, 09.05.2024, 18:36
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 25 » აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრი - გზა სტუდენტობისკენ
აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრი - გზა სტუდენტობისკენ
23:26
ყოველი ჩვენგანის მომავალი დიდად არის დამოკიდებული თაობაზე, რომელიც დღეს სკოლაში სწავლობს და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. სწორედ მათ უნდა იკისრონ ხვალ ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების მისია... დღეს ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ თანადგომა და გზის ჩვენება...

სასიამოვნოა, რომ არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულება - აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრი, რომელიც არა მარტო სტუდენტობისკენ მიმავალ უმოკლეს გზას უჩვენებს მოსწავლეს, არამედ უვითარებს აზროვნების უნარსაც, რაც მისი წინსვლის გარანტი იქნება...

გვესაუბრება აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრის დირექტორი თამარ კვირკველია: წელს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მეტად უჩვეულო პირობებში მოხდა - ჩარიცხულთა სიხარულს თან ახლდა უდიდესი სევდა. აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრის თანამშრომლები მთელი წლის შრომის შედეგს ველოდით, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. ყველა გაოგნებული იყო.

17-18 წლის ახალგაზრდის ცხოვრებაში ის ეტაპი, როცა იგი სტუდენტი ხდება, განსაკუთრებულია. ამას თან ახლავს უდიდესი სიამაყისა და სიხარულის განცდა, განცდა იმისა, რომ მიღწეული გამარჯვების შემდეგ იწყება ახალი ცხოვრება. მასწავლებლის გრძნობებიც ანალოგიურია. მისი ნაშრომის დაფასება სწორედ აბიტურიენტის ხელშია, მოსწავლის წარმატება მისი პირადი წარმატებაცაა.
რაკი მომავალი თაობის განათლების საქმე გვაბარია, გაასკეცებული შრომა გვმართებს. შრომა, რომელსაც საფუძვლად პატიოსნება უდევს. შედეგიც არასდროს აყოვნებს. წლევანდელი შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია. დარწმუნებული ვართ, გაისად უკეთეს შედეგებს მივაღწევთ... ყოველი წლის ბოლოს, ჩვენს ცენტრში კეთდება ანალიზი - რა მივიღეთ და რა შეიძლება უკეთ გაკეთდეს. ჩვენი სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა - 11 აბიტურიენტი; 70%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა - 11 აბიტურიენტი; 50%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა - 9 აბიტურიენტი; 30%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა - 14 აბიტურიენტი.

ჩვენი კურსდამთავრებულების 98% ჩაირიცხა პირველი პრიორიტეტით არჩეულ ფაკულტეტებზე.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი კურსდამთავრებულების ასეთი წარმატება?
- გამოვყოფდი რამოდენიმე ფაქტორს: ჩვენთან მეცადინეობები ტარდება მცირე 3-6 კაციან ჯგუფებში. მცირეკონტიგენტიან ჯგუფში მეცადინეობის უპირატესობა ინდივიდუალურ მომზადებასთან შედარებით ისაა, რომ ჯგუფში ხდება აბიტურიენტებს შორის ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლა, რაც ზრდის აბიტურიენტის მოტივაციას და ჩართულობას სასწავლო პროცესში. აქვე უნდა ითქვას, რომ რომ ჯგუფი დაკოპლექტებულია ერთი დონის მოსწავლეებით.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ აბიტურიენტი, რომელიც ჩვენთან რამდენიმე საგანში ემზადება, აღარ კარგავს ძვირფას დროს სხვადასხვა მასწავლებლებთან, ხშირად სსვადასხვა უბანში სიარულზე.

ცხადია, წარმატებას ვერ მივაღწევდით მაღალკვალიფიციური პერსონალის გარეშე. ჩვენთან ასწავლიან პედაგოგები, რომლებმაც სამეტაპიანი კონკურსი გაიარეს და თავისი პროფესიონალიზმი მრავალწლიანი პრაქტიკითაც დაამტკიცეს.

წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელებდი იმას, რომ ზუსტად ვიცით რა მიზანს ვისახავთ. ჩვენი ამოცანაა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტმა აჩვენოს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია პედაგოგის, მშობლის და მოსწავლის შეთანხმებული, კოორდინირებული მოქმედება. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ წარმატებით ვახერხებთ ერთიან გუნდად ვაქციოთ ეს ადამიანები, სადაც თითოეულს თავისი როლი და ამოცანა აქვს, ჩვენი აბიტურიენტები აღწევენ მაღალ შედეგებს.

რამდენად მართლდება თქვენი ვარაუდები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამა თუ იმ აბიტურიენტთან დაკავშირებით?
- ჩვენთან მთელი სასწავლო წლის მანძილზე ყოველ ორ თვეში, ხოლო ივნისის განმავლობაში ყოველ კვირას ტარდება ტესტირება. ქულები, რომლებსაც აბიტურიენტები ჩვენს ტესტირებებზე იღებენ, თითქმის იდენტურია ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები შედეგებისა. სასწავლო კურსის ნახევრის გავლის შემდეგ უკვე ყველა ბავშვის შესაძლებლობებზე გვაქვს წარმოდგენა. ეს საშუალებას გვაძლევს სწორად შევარჩევინოთ მოსწავლეს ფაკულტეტები. ჩვენი პროგნოზები უმეტესწილად მართლდება.

რამდენ ხანს გრძელდება სასწავლო კურსი?
- აბიტურიენტებისათვის გვაქვს 9-თვიანი კურსი, რომელიც 1-ლი ოქტომბრიდან ივნისის ბოლომდე გრძელდება, ხოლო მე-11 კლასელებისათვის ორწლიანი კურსი. გაკვეთილის ხანგრძლივობაა საათნახევარი. საგნების არჩევა შესაძლებელია. მიღებისას ტარდება ტესტირება და ბავშვები დონეების მიხედვით ნაწილდებიან.

ჩვენ ყოველწლიურად ზაფხულის დასაწყისში X-XI კლასელებისათვის ვებ გვერდზე - www.olimpiada.ge ინტერნეტოლიმპიადას ვატარებთ. ოლიმპიადის გამარჯვებულ სამ მოსწავლეს ვთავაზობთ ჩვენი კურსის უფასოდ გავლას.

პედაგოგებს როგორ არჩევთ?
- როგორც მოგახსენეთ, ჩვენმა პედაგოგებმა სამეტაპიანი კონკურსი გაიარეს. პირველი ეტაპი იყო საგნის ცოდნის შეფასება, მეორე - პედაგოგის უნარები, ფსიქოლოგიური ტესტირება, ბოლოს, გასაუბრება. შედეგებმა გვაჩვენა, რომ კარგი პედაგოგები ავარჩიეთ.

წელს აბიტურიენტთა ინტესიური მომზადების ცენტრმა გამოსცა სამი სახელმძღვანელო: ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილი, ზოგადი უნარების მათემატიკური ნაწილი და ქართული ენისა და მართლწერის სახელმძღვანელო.

ჩვენი ცენტრის მასწავლებლებს მრავალწლიანი პედაგოგიური პრაქტიკა აქვთ. მათ მთელი წლის მანძილზე ყოველდღიურად სათანადო სახელმძღვანელოების უკმარისობით გამოწვეული სხვადასხვა სირთულეების გადალახვა უხდებოდათ. სწორედ ამ ხარვეზების ამოვსების მცდელობაა ცენტრის მიერ სახელმძღვანელოების გამოცემა.

თითოეულ წიგნში მოცემულია თეორიული მასალა, რომელსაც მოსდევს საკმაო რაოდენობის სავარჯიშოები და ტესტები. ჩვენი აზრით, ეს ის წიგნებია, რომლითაც მთელი წლის მანძილზე ინტესიურად შეუძლია იმუშაოს აბიტურიენტმა. ვფიქრობთ, სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს რეპეტიტორებსაც და დამოუკიდებლად მომზადების მსურველ აბიტურიენტებსაც. ასევე მათ, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი და დაეუფლოს ძირითად მათემატიკურ უნარებს, მათაც, ვისაც უფრო ღრმად სურს ქართული მართლწერის შესწავლა.

ზოგადი უნარების სახელმძღვანელოს ორივე ნაწილის მნიშვნელოვან ღირსებას წარმოადგენს ის, რომ მასში მრავლადაა დამუშავებული ამოცანები GMAT-ისა და GRE-ის პრაქტიკიდან. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრობირებული ტესტები. ჩვენ გვინდა ანალიტიკურ აზროვნებას მივაჩვიოთ ბავშვები.

ცენტრის მიზანია, თითოეული ახალგაზრდა მიეჩვიოს აზროვნებას, შეძლოს ძირითადისა და მეორეხარისხოვნის გარჩევა, გამოიტანოს სწორი დასკვნები. ეს ის აუცილებელი უნარებია, რომელიც საჭიროა როგორც პირადი წარმატებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრი. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის 77
ტელეფონი: 480848, 899725000
www.center.ge
E-mail: kvirkvelia@center.ge

Просмотров: 1379 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/2 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz