ხუთშაბათი, 09.05.2024, 22:20
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 25 » Freedom House მიაჩნია, რომ აშშ-ს მილიარდიანი დახმარება მართებულია თუ ეს თანხა დემოკრატიის გაძლიერებას მოხმარდება
Freedom House მიაჩნია, რომ აშშ-ს მილიარდიანი დახმარება მართებულია თუ ეს თანხა დემოკრატიის გაძლიერებას მოხმარდება
14:30
ავტორიტეტული, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House მიესალმა აშშ-ს მთავრობის დახმარებას საქართველოსადმი და, ამასთანავე, მოუწოდა ვაშინგტონს, რომ რუსეთთან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული საქართველოსთვის დახმარების სახით გამოყოფილი ერთი მილიარდი დოლარიდან, უმეტესი ნაწილი, მოხმარდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას .

შეერთებული შტატების კონგრესის შესაბამის კომიტეტებში 16 სექტემბერს გაგზავნილ წერილებში Freedom House მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის რეგრესზე 2007 წელს, რაც ასახულია ამავე ორგანიზაციის ანგარიშში - ”ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე” .

”3 სექტემბერს, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ აშშ 1 მილიარდ დოლარს გამოუყოფს საქართველოს, ჰუმანიტარული დახმარებისათვის და რუსეთთან კონფლიქტის შედეგად განცდილი ეკონომიკური ზარალის აღმოსაფხვრელად” - ნათქვამია Freedom House-ის ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების დირექტორის პაულა შრიფერის წერილში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ”საქართველოსთვის ამგვარი დახმარების აღმოჩენისას, მართებული იქნება, თუ ეს ყოველივე ამ სახელმწიფოს დემოკრატიას გააძლიერებს, შესაბამისად, საქართველო აშშ-სთვის გახდება უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი”.

შრეფერი წერს, რომ, უდავოა, საქართველო ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს და Freedom House მიესალმება ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ჯორჯ ბუშს, განცხადებაში, არ უხსენებია დახმარება საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად.

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებს შორის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, Freedom House-ის ანგარიშში ”ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე”, ასახულია, რომ საქართველოში დემოკრატიამ, მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა 2007 წელს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიარაღებულ პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევი სკენ მოუწოდა. ძალის გამოყენება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ქვეყანაში ერთადერთი წამყვანი დამოუკიდებელი ტელევიზიის დახურვა, იყო არათანაზომიერი ნაბიჯი, რამაც წარმოშვა შიში: შეძლებდა თუ არა საქართველო დემოკრატიული კურსის შენარჩუნებას, ნათქვამია წერილში.

შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით, შრეფერი წერს: მიუხედევად იმისა, რომ ამის შემდგომ, 2008 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ზოგადად შეესაბამებოდა საერთაშორისო პროცედურულ სტანდარტებს, ეს არჩევნები ჩატარდა სათამაშო მოედანზე, რომელიც სხვა არაფერი იყო თუ არა დამოუკიდებელი ტელევიზიების დეფიციტი და ხელისუფლების მიერ ”ადმინისტრაციული რესურსების” გამოყენება, მათ შორის იყო სახელმწიფო მოხელეების დაშინების დასაბუთებული შემთხვევები, რომ ისინი დაკარგავდნენ სამსახურს, თუ ვერ შეძლებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიისთვის სათანადო რაოდენობის ხმების მოგროვებას.

შრეფერი საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტის საკითხსაც ეხება და წერს, რომ საქართველოს დემოკრატიის დეფიციტი მნიშვნელოვანი, მაგრამ არასათანადოდ გათვალისწინებული ფაქტორი იყო სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ ბოლო კრიზისში. დამოუკიდებელი ტელევიზიების ნაკლებობის, არაადეკვატური ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის, სუსტი პოლიტიკური ოპოზიციის და მარგინალიზირებული სამოქალაქო საზოგადოების გამო, პრეზიდენტ სააკაშვილს თავისუფლად შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება კრიზისის პერიოდში განსახვავებული აზრების გათვალი სწინების გარეშე. საინტერესოა, ძლიერი დემოკრატიული მექანიზმების პირობებში, როგორი გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული, აღნიშნავს შრეფერი

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს მთავრობამ ყველა ბერკეტი: დიპლომატიური და ფინანსური, მომავალშიც გამოიყენოს, რათა დაეხმაროს საქართველოს მყიფე დემოკრატიას.

წერილში ნათქვამია, რომ პირველადი ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ, აშშ-მ ახალი დახმარების უმნიშვნელოვანესი წილი უნდა დაუთმოს საქართველოს დემოკრატიული ინფრასტუქტურის გაძლიერებას, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ ტელევიზიებს და ძლიერ სასამართლო სექტორს. ეს მიდგომა, ასევე არსებითია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დახმარება მიაღწევს იმ ქართველებამდე, რომლებიც ამას საჭიროებენ და არ გახდება კორუფციის ”არაწინასწარგანზრახული ზრდის მიზეზი”.

შრეფერი წერს, რომ აშშ-ს ხშირად ბრალს სდებენ საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერების ინდივიდუალურ დახმარებაში, ამავე სახელმწიფოებში დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციამდე.

- ”ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს შეცდომა საქართველოში”, წერს შრეფერი შეერთებული შტატების კონგრესს.

Просмотров: 818 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz