რუსების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს მიმართ სექტემბერში მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იტყობინება.
გამოკითხვა იური ლევადის ანალიტიკურმა ცენტრმა 12-15 სექტემბერს, რუსეთის 46 რეგიონის 128 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა.
საქართველოს მიმართ უარყოფითადაა განწყობილი გამოკითხულთა 75 პროცენტი. გამოკითხულთა 67 პროცენტს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს აშშ-ს მიმართ, 39 პროცენტს - ევროკავშირის მიმართ, ხოლო 53 პროცენტს - უკრაინის მიმართ.
საქართველოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება რესპოდენტთა 17 პროცენტმა დააფიქსირა, აშშ-ს მიმართ - 23 პროცენტმა, ევროკავშირის მიმართ - 45 პროცენტმა, ხოლო უკრაინის მიმართ - 37 პროცენტმა.
აღნიშნული ცენტრი რუსეთის მოსახელობის დამოკიდებულებას აშშ-ს მიმართ 1997 წლიდან იკვლევს, ევროკავშირის მიმართ - 2003 წლის დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს და უკრაინის მიმართ – 2001 წლიდან.
|