აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ჯონ მაკკეინი კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ”დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ”.
ამის შესახებ მან გუშინ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და ქართული დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მაკკეინს მომავალ საპრეზიდენტი არჩევნებში წარმატება უსურვა და უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტობის კანდიდატს “რესპუბლიკური პარტიიდან” ჯონ მაკკეინს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ სარა პეილინს შეხვდა.
შეხვედრას ქართული დელეგაციის სხვა წევრები - ეკონომიკის მინისტრი ეკა შარაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოც ესწრებოდა.