სპეციალისტების შეფასებით, დღეს დილით სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სახელმწიფო სამსახურის შენობასთან აფეთქების სიმძლავრე 50 კგ ტროტილის ექვივალენტური იყო.
როგორც ჟურნალისტებს სოხუმის დე ფაქტო პროკურატურაში განუცხადეს, “ავტომანქანა “ჟიგული”, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, აფხაზეთის უშიშროების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის იური აშუბას სამუშაო კაბინეტის ფანჯრებთან იდგა”.
სოხუმის დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ტერაქტი აფხაზეთის უშიშროების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის წინააღმდეგ იყო მიმართული.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის ცნობით, წუხელ 04:15 საათზე აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქდა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული “ჟიგული”. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უშიშროების სამსახურის შენობა და ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად დაზიანდა