ორშაბათი, 30.12.2024, 17:34
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » სექტემბერი » 25 » რუსი ოკუპანტები ახლა უკვე “ენგურჰესის კაშხლის” თანამშრომლებსაც ავიწროებენ
რუსი ოკუპანტები ახლა უკვე “ენგურჰესის კაშხლის” თანამშრომლებსაც ავიწროებენ
14:29
რუსი ოკუპანტები ახლა უკვე “ენგურჰესის კაშხლის” თანამშრომლებსაც ავიწროებენ.

“ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა და არა მარტო “ენგურჰესი” და “ვარდნილჰესების კასკადი”, თვითონ “ენგურჰესის კაშხალიც” ოკუპირებულია, რის გამოც იქ დასაქმებულნი, რომელთაAუმრავლესობა საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის წევრია, გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩდა”, – განაცხადა დღეს გამართულ კონფერენციაზე საქართველოს პროფკავშირული გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები დასაქმებულებს აიძულებენ, მიიღონ რუსული პასპორტები სამუშაოს შენარჩუნების სანაცვლოდ, რადგან ფორმა #9, რომელიც აქამდე მოქმედებდა, უვარგისია. 

“ისინი მუშებს ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ეთნიკური ქართველები არიან. გაუსაძლისი მდგომარეობაა საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებითაც, რადგან ისინი საშუალებას არ აძლევენ მუშებს და ადგილობრივ მოსახლეობას, საკვები პროდუქტები ზუგდიდის ტერიტორიიდან შეიტანონ” – აღნიშნა პეტრიაშვილმა.

საქართველოს პროფკავშირული გაერთიანება მიმართავს საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებს, დაგმონ მშრომელთა ეთნიკური ნიშნით დევნის ფაქტი და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება ამ ადამიანების დასაცავად, ასევე მოუწოდებს რუსეთის პროფკავშირებს, გამოიჩინოს პროფკავშირული სოლიდარობა და მიმართოს საკუთარ ხელისუფლებას მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად.

ამასთანავე პროფკავშირები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასაქმებულთა ჯანმრთელობის შეღავათიან პირობებში დაზღვევის მიზნით დამოიყენონ თანხა ამ საწარმოთა მოგების წილიდან.

Просмотров: 876 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz